თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. „თელასის" ინფორმაციით, 3 ივნისს 10 საათიდან 18 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს
3 ივნისს 10 საათიდან 18 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: გლდანის VI მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
3 ივნისს 10 საათიდან 16 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, გოგოლის, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
3 ივნისს 10 საათიდან 16 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის და სოლოლაკის ხევის მაცხოვრებლებს.