საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისში მცხოვრებ სომხებს საიათნოვასადმი მიძღვნილი დღესასწაული ვარდატონი მიულოცა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა მეიდანზე საიათნოვასადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა საიათნოვა შუა საუკუნეების გვიანი პერიოდის სომხური პოეზიისა და სასულიერო კულტურის სახელოვანი წარმომადგენელი იყო.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა გამორჩეული იქნება რეგიონში. ჩვენ ერთ სახელმწიფოს ვაშენებთ. თითოეული მოქალაქის როლი მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ აქტიურად ჩაერთვებით ამ პროცესში", - მიმართა პრემიერმა ადგილობრივ სომხებს და აღნიშნა, რომ დღეს ღირსშესანიშნავი დღეა.