რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტუალური საერთაშორისო პრობლემების დიპლომატიური აკადემიის დირქტორი ალექსეი პუშკოვი აცხადებს, რომ აფხაზეთს არსებულ რუსულ სამხედრო ბაზას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რუსეთი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან ხელშეკრულებებს სრულიად კანონიერად აფორმებს.
"სამხედრო ბაზას როგორც აფხაზეთისათვის ისე რუსეთისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. უპირველეს ყოვლისა ეს ბაზა არის გარანტი აფხაზეთის უსაფრთხოებისა, იმ პირობებში, რომ საქართველოში კვლავინდებურად არსებობს ამ ტერიტორიების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების გეგმები. ამას გარდა ეს ბაზა აუცილებელია იმიტომაც, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებულია აშშ-ს სამხედრო აქტივობა, რომელიც შავი ზღვისკენაა მიმართული",_ აცხადებს პეშკოვი და აღნიშნავს, რომ ვაშინტონმა უკვე მოაწერა ხელი რუმინეთთან მის ტერიტორიაზე და საზღვაო აკვატორიასთან ახლოს სახმელეთო და საზღვაო რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების შესახებ. ამჟამად კი ზუსტად ასეთივე მოლაპარაკებები ბულგარეთთან მიმდინარეობს.
ამას გარდა, პეშკოვი ასევე აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილების სიბრტყეში იზრდება მთელი კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა, რომელიც თანდათან კასპიის რეგიონიდან ევროპაში ნახშირწყალბადის ნედლეულის გადასროლის გზა ხდება.
"იქ უკვე გადის რამდენიმე გაზსადენი და მილსადენი, რომელთაგანაც მთავარი ბაქო-ჯეიჰანია. ამას გარდა იგეგმება ახალი ნავთობსაგაზო მაგისტრალების გაყვანა და შესამაბისად ისეთი წერტილების როგორიცაა აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და მთიანი ყარაბაღის მნიშვნელობა იზრდება", _ აცხადებს ალექსეი პუშკოვი.
მისივე თქმით, ასევე ყურადღებამისაქცევია ის, რომ ნატოს ამოსავალ პრინციპად დღემდე ორმაგი სტანდარტები რჩება, პრინციპით _ "რაც ჩვენთვის შეიძლება სხვისთვის არავისთვის არ შეიძლება".
"ამასთან ერთად ნატოელებმა უკვე განაცხადეს, რომ სერგეი ბაღაფშის მიერ მოსკოვთან ხელმოწერილი შეთანხმებებს არავითარი იურიდიული ძალა არ აქვს. თუმცა კოსოვოში განლაგებულ თავის სამხედრო ბაზებს ნატოელები იურიდიული ძალის მქონედ მიიჩნევენ. კოსოვო ხომ საერთაშორისო საზოგადოების აღიარებული წევრი არ არის. იმ ფაქტმა კი რომ კოსოვო უკვე 56 ქვეყანამ აღიარა, ვერ იქონია გავლენა იმაზე, რომ იგი გაეროს ან სხვა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გამხდარიყო. სახელმწიფოს სრული აღიარება, ხომ მხოლოდ იმის შემდეგ ხდება, რაც მას გაეროს წევრად მიიღებენ. ამ კონტექტში კოსოვოს სტატუსი დღეისათვის ჩრდილოეთ კვიპროსის სტატუსს უტოლდება, რომელსაც მხოლოდ თურქეთი აღიარებს. კოსოვოსა და კვიპროსის სტატუსი იდენტურია _ ეს აუღიარებელი წარმონაქმნებია. იგივე ეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას იურიდიული ძალა არა აქვს. პირიქით, მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც თურქეთის ყოფნა ჩრდილოეთ კვიპროსში ან ნატოს ბაზების ყოფნა კოსოვოში. ყოველივეს "იურიდიულად დე-ფაქტოს" ვუწოდებდი", _ აცხადებს ალექსეი პუშკოვი და აღნიშნავს, რომ დასავლელი პარტნიორები კვლავინდებურად ამტკიცებენ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავინდებურად საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.
"რათქმაუნდა ყველაფრის მტკიცება შეიძლება, თუმცა ეს ტერიტორიები უკვე 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღარ არიან საქართველოს შემადგენლობაში, დღეს კი ხომ საერთოდ. ასე, რომ რუსეთს სრული უფლება აქვს მათთან შეთანხმებები გააფორმოს", _ განაცხადა პუშკოვმა და საქართველოს პრეზიდენტის ლონდონში ვიზიტის დროს წარმოთქმული სიტყვა გაიხსენა.
"საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს ჩაერიონ სიტუაციაში და განაცხადა, რომ თუკი თავხედებს წესრიგისაკენ არ მოუწოდებთ, ისინი კიდევ უფრო გათავხედდებიან. სინამდვილეში კი ეს ფორმულირება თავად სააკაშვილს მიესადაგება. ტავის დორზე მას არ მოუწოდეს წესრიგისაკენ და ბუშის ადმინისტრაციის წაქეზებით იგი გათავხედდა და ცხინვალზე იერიში მიიტანა. ეს იერიში კი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქარტველოს ტერიტორიიდან სრული მოწყვეტით დასრულდა. ამაზე კი სრული პასუხისმგებლობა სააკაშვილს ეკისრება. მან დიდი ზარალი მიაყენა თავის ყვეყანას და კავკასიაში მთელს სიტუაციას", _ განაცხადა ალექსეი პუშკოვმა.