ამერიკული დეტკოპ–ჯგუფის"Emmure"-ს კონცერტი მოსკოვში მას შემდეგ ჩაიშალა, რაც კოლექტივის ვოკალისტს, ფრენკს პალმერს გამოსვლის დასაწყისში დენმა დაარტყა. როგორც მუსიკოსი თავის"ტვიტერზე" იუწყება, მან საკუთარ თავზე 200 ვოლტის ძალა გამოსცადა და "კინაღამ მოკვდა".
ინციდენტი მოსკოვურ კლუბ "პლან"–ში მოხდა. პალმერი სცენაზე დაეცა, რის შემდეგაც ჯგუფმა გამოსვლა შეწყვიტა. მოგვიანებით, მუსიკოსებმა ვიდეო გამოაქქვყნეს, სადაც სოლისტი აცხადებს, რომ ყველაფერი წესრიგშია და ფანებს მომხდარისთვის ბოდიშს უხდის. ინციდენტის გამო, პალმერიმ კლუბის მეპატრონეები დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კლუბის პერსონალმა ის შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით არ გააფრთხილა.