დღეს. 8 მაისს, 16.00 საათზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს.
როგორც ცნობილია, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ბოლოს 27 მარტს გაიმართა, სადაც კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 4.5 პროცენტამდე შემცირების შესახებ.