მდინარე ენგურზე აფხაზმა სეპარატისტებმა ყველაზე მაღალ ანძაზე აფხაზური დროშა აღმართეს. დროშა 8 მეტრი 12 მეტრზეა და ის 35 მეტრის ანძაზეა აღმართული. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის დროშის აღმართვის დაფინანსების ხარჯები აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ გაიღო.
აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ აფხაზური დროშა აფხაზეთის ყველა ქალაქშია აღმართული და ეს ღონისძიება კომპანია "აკვაფონის" დაფინანსებით განხორციელდა. აფხაზეთის ქალაქებში დროში 20 მეტრის სიამღლეზეა აღმართული.