ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ინდოეთში ვიზიტის დასასრულს აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ,
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის სამუშაო ვიზიტი ინდოეთის რესპუბლიკაში დასრულდა. ვიზიტის ბოლო დღეს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგას, სამირ შარიფოვს. შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყანის ფინანსთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხები. სამირ შარიფოვმა ნოდარ ხადური პირადად მიიწვია ბაქოში, ივნისში გასამართ ბიზნეს ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ასევე შეხვდა ინდოეთის ბიზნესმენთა ჯგუფს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს სამშენებლო სექტორითა და ინფრასტრუქტურული პროექტებით. ფინანსთა მინისტრმა მათ ქვეყნის საინვესტიციო გარემო, მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა გააცნო.