რესპოდენტის შესახებ
დიდი ხნის განმავლობაში საუბარი იყო, რომ სისხლის ეროვნულ ბანკში არ არსებობდა სათანადო მაცივარ დანადგარები, შესაბამისი ტექნიკა და მედ-პერსონალისთვის სათანადო პირობები. სისხლის შოვნაც კი მნიშვნელოვან პრობლემებს უკავშირდებოდა, როს გამოც არაერთ პაციენტის სიცოცხლეს შექმნია საფრთხე. რა ვითარება ამ კუთხით სისხლის ბანკში და რა გეგმები აქვს მის ხელმძღვანელობას ,,ჯი-ეიჩ-ენს" სისხლის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნატა კვანტალიანი ესაუბრა.
ნატა კვანტალიანი: საქართველოს სისხლის ბანკს წლების განმავლობაში არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩასტარებია და თანამშრომლებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა. სისიხლის ეროვნულ ბანკში ჩვენი შემოსვლის შემდეგ შენობას ჩაუტარდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი რეკონსტრუქცია. სისხლის ბანკში ჩვენი შემოსვლის დროს 88 თანამშრომლეს ითვლიდა. არც ერთი თანამშრომელი, გარდა ერთისა - ვინც საკუთარი ოჯახური პირობების გამო განაცხადება დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ, არ გათავისუფლებულა.
_ ადრე სისხლის ბანკის თანამშრომლები ერთ ერთ პრობლემად შრომის ანაზღაურებას ასახელებდნენ. რა ხდება ამ მხრივ?
_ გავზარდეთ ხელფასი, შემოვიღეთ პრემიები.
_ წლების განმავლობაში ერთ-ერთ პრობლემად დონორების ნაკლებობა სახელდებოდა...
-მართალი ბრძანდებით, მაგრამ ამ მხრივაც ვითარება უმჯობესდება. ადრე თვეში 700 დონორს ვღებულობდით, ახალა 1000-1500 დონორამდე ავდივართ. საზღვარგარეთ მიღებულია უფასო დონორები, თუმცა ჩვენ დონორს ფულს ვუხდით და სისხლის შეძენა გვიხდება. დაახლოებით 400 მგ-სისხლში 30 ლარის გადახდა გვიხდება. საბოლოოდ ღირებულება დამოკიდებულია იმაზე რამდენ სისხლს გაიღებს დონორი. თუმცა დონორი ყველა ვერ გახდება. დონორის მსურველს ლაბორატორიული კვლევები უნდა ჩაუტარდეს და დადებითი შეფასების შემთხვევაში ის გახდება დონორი, წინააღმდეგ შემთხვევაში არა. მეამაყება, რომ ამ ერთ-ერთ რთულ დარგს ჩავუდექი სათავეში და თითქმის ბოლომდე გავიყვანე, მარტო იმიტომ, რომ ღმერთის წინაშე რამდენ ადამიანს, ბავშვს სიცოცხლეს შევუნარჩუნებთ.
_ თქვენი შემოსვლის შემდეგ თუ გაიზარდა სისიხლის ბანკში თანამშრომლების რაოდენობა?
_ ახლა ვქმნით ქართულ-ჰოლანდიურ ლაბორატორიას და სულ მალე საქართველოს, თბილისს შეემატება მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია. შესაბამისად გაიზრდება თანამშრომელთა რაოდენობაც. თუმცა ამ ეტაპზე 87 ადამიანია დასაქმებული. Aასევე გეტყვით ექსკლუზიურად, რომ ჩვენივე შენობაში მეხუთე სართულზე, დაახლოებით ერთ თვეში გაიხსნება ნათელა პატარკაციშვილის სახელობის სამშობიარო სახლი ,,დედა-შვილობა".
_ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში სისხლის დონორთა რაოდენობა საჭიროზე ნაკლებია. ამ ეტაპზე თუ არსებობს დონორთა საკმარისი რაოდენობა და რამდენია დონორთა რაოდენობა?
_ ეს ადრინდელი სტატისტიკაა. შარშანდელი წელი დავასრულეთ 10 000 დონორით და ამ მიმართულებით ლიდერობას ვინარჩუნებთ.
_ დონორთა რაოდენობაში ქალები ჭარბობენ, თუ მამაკაცები?
_ მინდა გითხრათ, რომ დონორთა ასაკი ძალიან გაახალგაზრდავდა. თუმცა მაინც მამაკაცები ჭარბობენ. Qქვეყანას, რომელსაც აქვს სურვილი ევროკავშირში შევიდეს, მას პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს შესაბამისი სისხლის ცენტრალური ბანკი.
_ ამ ეტაპზე სისხლის დეფიციტი არ არსებობს?
_ დეფიციტი, რა თქმა უნდა, არსებობს და ამ კუთხით განებივრებულები არა ვართ. თუმცა მოწვეული გვყავდა ჩვენი ევროპელი კოლეგები ვიზიარებთ მათ გამოცდილებებს და ბევრ რამეს ვსწავლობთ.
_ დაახლოებით რა რაოდენობის ინვესტიცია ჩაიდო შენობის რეაბილიტაციის სფეროში. Mმხოლოდ კერძოს ინვესტიციაა თუ სახელმწიფოც დაგეხმარათ?
_ მე ის ქართველი ბიზნესმენი ვარ, რომელიც ჩემი ქვეყნის გარდა, მრავალი სირთულის მიუხედავად არცერთ ქვეყანაში არ წავსულვარ. ჩვენს ქვეყანას ჩვენს გარდა ვერავინ ვერ აგვიშენებს. Aამიტომ მაქსიმალურად მობილიზებული ვარ, მაქსიმალურად გავაკეთო ყველაფერი, რომ ჩემს ხალხსა და ქვეყანას დავეხმარო. შენობის რეაბილიტაცია და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა ქართული ინვესტიციების დახმარებით მოხდა. ეკონომიკის სამინისტროსგან როცა შენობა შევიძინეთ მას ასეთი პირობა მოჰყვა, რომ უნდა შეგვექმნა სისხლის ეროვნული ბანკი ორ მილიონ ნახევარი ლარის. მოგეხსენებათ, რომ ამ ღირებულებით საქართველოში რამდენიმე საავადმყოფო ერთად გაიყიდა და მე რახან ქართველი ვიყავი, ალბათ დავისაჯე. თუმცა მეტ-ნაკლებად ჩემი ხალხის იმედები გავამართლე და ორ მილიონ ნახევარ ლარზე გაცილებით მეტი ინვესტიცია ჩავდე. გავხსენით ჩვენი ფილიალები ინგორყვას, მიხაილოვის კლინიკებში და მათ სურვილი გამოთქვეს, რომ ჩვენი ბანკიდან მიიღონ სისხლი.
- სამომავლო გემებზე რას იტყვით?
-მრავალი კონკრეტული საქმე და იდეა განხორციელდება, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანია ქვეყანაში სისხლის დეფიციტის გამო ადამიანების სიცოცხლეს პრობლემა არ შეექმნას.
,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი