უკრაინის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს სარჩელის განხილვა შეწყვიტა, რომელშიც იგი არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვდა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ თანად ტიმოშენკომ დღეს მოულოდნელად უკან გამოიწვია თავისი სარჩელი, რომელიც 16 თებერვალს შეიტანა.
ეს გადაწყვეტილება თავად ტიმოშენკომ იმით ახსნა, რომ მას პრაქტიკულად უარი ეთქვა დამადასტურებელი ბაზის შესწავლაში და ამიტომაც იგი "ვერ ხედავს აზრს გააგრძელოს ამ საქმის განხილვა".