რესპოდენტის შესახებ
- ბ-ნო ვაფა, როგორ უყურებთ აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის პერპექტივას?
- მიმაჩნია რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების გათვალისწინებითა და საქართველოს ხელისუფლების თანხმობით უნდა გადაწყდეს. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრით, არ არის საჭირო არავითარი კომუნიკაციების გაყვანა აფხაზეთის ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით, მანამ ვიდრე ისინი კვლავ საქართველოს შემადგენლობაში არ დაბრუნდებიან.
- ბოლო დროს გახშირდა საუბარი ყარაბაღის კონფლიქტის განახლებაზე, რამდენად შესაძლებელია ეს ?
- აზერბაიჯანიც და საქართველოც ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფებიან. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ რუსეთმა უშუალოდ მოახდინა ქართული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, ხოლო აზერბაიჯანის ტერიტორიები, ანუ მათი 20 % ოკუპირებულია იგივე რუსეთის მიერ, რომელიც სომხეთის ზურგსუკან დგას. სომხეთი ხომ აბსოლუტურად არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ის არის რუსეთის გუბერნია და მართავს კიდეც მას რუსეთი.
ამიტომაც რუსეთს გაციდებით უფრო ეიოლება ამ ფაქტორის აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამოყენება, იმისათვის რათა მან თავიდან აიცილოს აგრესიაში პირდაპირი დადანაშაულება, როგორც ეს იყო ქართული ტერიტორიების ოკუპაციის დროს.
თუმცა, ამავე დროს მიმაჩნია, რომ რუსეთს არ სურს კონფლიქტის განახება, მიუხედავად იმისა, რომ საშიშროება იმისა რომ კონფლიქტი განახლდება აზერბაიჯანის წინააღმდეგ ყოველთვის არსებობს.
- რა მდგომარეობაშია აზერბაიჯანი დღეს?
- მდგომარეობა ამჟამად შემდეგნაირია - ჩვენთან მშვიდობა არ არის. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე ვიმყოფებით, რომელიც ყოველდღე ირღვევა სომხეთის მხრიდან რუსეთის ხელმძღვანელობით. რუსეთი დაინტერესებულია შეინარჩუნოს მდგომარეობა, სადაც არც ომია და არც მშვიდობა. აი, ასეთი დამოკიდებულებით ცდილობს უზრუნველყოს ის, რომ მასზე იყოს დამოკიდებული აზერბაიჯანიც და ე.წ. სომხეთის სახელმწიფოც.
ამავე დროს, რუსეთი არ არის ისეთი ძლიერი ქვეყანა, როგორც საბჭოთა კავშირი იყო თავის დროზე. რუსეთი ძლიერ დასუსტდა და ჯერჯერობით მას არაფერი გაუკეთებია არც თავისი ეკონომიკური და არც სამხედრო ძალის სიმძლავრის აღდგენისათვის. გააკეთებს თუ არა ამას, ეს ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის განახლება რუსეთს არ სჭირდება და ის შექმნილ მდგომარეობას ზეწოლისათვის შეინარჩუნებს.
- ზოგადად, როგორ გესახებათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტრივები?
- მე ვფიქრობ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება, მაგრამ ამისათვის უნდა მოხდეს ის, რასაც ისტორია გვკარნახობს. ყველა იმპერია ადრე თუ გვიან ინგრევა.
მე უკვე დიდი ხანია, 90-იანი წლებიდან დაწყებული ვსაუბრობ იმაზე, რომ რუსეთის ფედერაცია და ეს იგივე რუსეთის იმპერიაა სინამდვილეში არც არავითრი ფედერაცია არ არის. ყველა ხალხი, რომელიც შედის ე.წ. რუსეთის ფედერაციაში ეს არის ომით მოგებული და ოკუპირებული სხვა და სხვა ხალხების კუთვნილი ტერიტორიები.
1917 წელი იყო რუსეთის იმპერიის დაშლა, - ეს იყო პირველი ეტაპი, 1991 წელი იყო საბჭოთა კავშირის დაშლა - ეს იყო მეორე ეტაპი და ახლა მოსალოდნელია მესამე ეტაპი . მიმაჩნია, რომ რუსეთი აბსოლუტურად სხვა სახელმწიფო იქნება და ამ იმპერიული რეჟიმის დასასრულიც მოვა. ვფიქრობ, რომ ჩვენი ტერიტორიებიც და ქართული ტერიტორიებიც აუცილებლად დაბრუნდება.
არის ასევე სხვა ხალხები, მაგალითად, თათრეთი უკვე დიდი ხანია დამოუკიდებლობაზე ოცნებობს, ყირგიზეთი - უმდიდრესი აგრარული ქვეყანა თავისი გაზისა და ნავთობის საბადოებით .
ანუ ეს მომავლის საკითხია, მომავალი კი ჩვენია და არა იმ იმპერიული ხელისუფლების, რომელიც ახლა მოსკოვშია გაბატონებული
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკატერინე მომცელიძე