საფრანგეთში კიევის მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის ქალიშვილი გაქურდეს.
სააგენტო "ფრანც პრესის" ცნობით, მძარცველმა კრისტინა ჩერნოვეცკაიას კუთვნილი ხელჩანთა გასტაცა, რომელშიც 4,5 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა იდო.
ძარცვა გუშინ, შუადღისას, პარიზის გარეუბანში მოხდა. თავად დაზარალებულის განცხადებით, ის აეროპორტიდან პარიზისკენ მიემგზავრებოდა, როდესაც მძარცველმა მისი ხელჩანთა მანქანის ფანჯრიდან მაშინ გაიტაცა, როცა ავტომანქანა შუქნიშანზე გაჩერა.
ძარცვის ფაქტს პარიზის პოლიცია იძიებს.