რესპოდენტის შესახებ
_ ბატონო რამაზ, რას ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილის გუნდის შესახებ, რამდენად სწორი მიმართულებით მოქმედებს და როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება?
_ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილის გუნდმა ავტომატურად გაკეთა ბევრი ისეთი რამ რასაც პრინციპში მოსახლეობა ელოდა_შეიცვალა სატარიფო პოლიტიკა, შიში იმის თაობაზე, რომ ქუჩაში კრიმინალები, ან პოლიციელები დაგიშავებენ რამეს, არ გამართლდა. ჯერჯერობით ეს პოზიტიური ფაქტები შეინიშნება.
_ ახალი ხელისუფლების პირობებში გაჩნდა შიში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლისა და დსთ'_ში დაბრუნების შესახებ. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია საზოგადოებაში გაჩენილი ეს პოზიცია?
_ საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით, იმ იდიოტობას, რასაც ,,ნაციონალების' საზოგადოებაში ავრცელებენ არ ავყვები, რადგან ხელისუფლების ნაბიჯებიდან გამომდინარე ჩანს, საგარეო კურსთან დაკავშირებით, რა პოზიცია გიჭირავს. რაც შეეხება ასი დღის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის გუნდის მოქმედების ზოგად შეფასებას ქვეყანაში პროცესები უფრო მდორად მიდის.
_ რას გულისხმობთ პროცესების მდორედ მიმდინარეობაში?
_ ქვეყანაში პროცესები მიდის შედარებით ნელა, არაენერგიულად.
_ რა არის ამის მიზეზი?
_ ივანიშვილის გუნდში არ არიან ადამიანები ვინც ცვლილებების ენერგიულად გამტარებლები იქნებიან. თავის დროზე ენერგიულობით არც ,,რესპუბლიკელები" და არც ,,თავისუფალი დემოკრატები" გამოირჩეოდნენ. მაინცდამაინც დიდი ენერგიულობით სააკაშვილს თუ შევადარებთ არც ივანიშვილის გამოირჩევა, მაგრამ პრემიერ-მინისტრს ერთი თავისებურება აქვს. ის დიდხანს ითმენს, სიტუაციას უყურებს, ხელსაყრელ მომენტს ელოდება და ხელსაყრელი მომენტის დროს ოპერატიული ხდება.
_ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანია თანამდებობრივად ჩამოაქვეითა, ,,ეროვნული ფორუმი " და ,,ქართული ოცნება_ დემოკრატიული საქართველოს" გაერთიანება გადაიდო, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი რაიონული ორგანიზაციებიდან ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრების გარიცხვას მოითოვს. ამ ფაქტებიდან გამომდინარე შეიძლება თქმა, რომ კოალიციაში შიდა დაპირისპირება და კონკურენცია დაიწყო?
_ კოალიცია ,,ქართულ ოცნებამ" პირობა დადო, რომ ერთ პარტიად არ გარდაიქმნებოდნენ და ყველას თავისი გზა ექნებოდა. ასე, რომ შიდა დაპირისპირება კი არ დაიწყო უბრალოდ დაიწყო ის, რაც დაგეგმილი იყო, რატომ არქმევთ ამას შიდა დაპირისპირებას? კოალიციაში სხვადასხვა პარტიები არიან, მათ განსხვავებული ხედვა უნდა ჰქონდეთ და ღმერთმა ქნას, რასაც შიდადაპირისპირებას არქმევთ, ეს პროცესი დაიწყოს და მრავალპარტიულობა მივიღოთ.
,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი