ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კანად საუდაბაიევი კავკასიის რეგიონს ეწვევა. ვიზიტი 15-18 თებერვალსაა დაგეგმილი.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში გეგმავს ჩასვლას.
ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე შეხვედრებს პრეზიდენტებთან გამართავს. როგორც თავად კანად საუდაბაიევმა განაცხადა, მისი თავმჯდომარეობის დროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რა კუთხითაც ეუთო იმუშავებს, ავღანეთთან თანამშრომლობის გააქტიურება იქნება. ასევე მუშაობის გააქტიურება მოლდოვაში, საქართველოსა და ყარაბაღში გაჭიანურებული კონფლიქტების მოსაგვარებლად.
აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში ეს კავკასიის რეგიონში კანატ საუდაბაიევის პირველი ვიზიტი იქნება.