ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი მესაზღვრეების თვითმფრინავის "მი-8" ავარიული დაშვების შედეგად ორი ადამიანი სერიოზულად დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, ავარიის შედეგად 8 ადამიანის დაშავების შესახებ.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მძიმედ დაშავებული ორი ადამიანი სოხუმშია ჰოსპიტალიზებული.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ვერტმფრენმა ავარიული დაშვება რიწის ტბის მიდამოებში განახორციელა.