უმსხვილესი სექტორების წილმა (განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2012 წლის III კვარტალში 84 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 46 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 24 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 40 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 33 მლნ. აშშ დოლარით.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012 წლის III კვარტალში 195 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2011 წლის III კვარტალის დაზუსტებული მაჩვენებლის 62 პროცენტია.
რაც შეეხება სამი კვარტალის ჯამურ მაჩვენებელს, როგორც „საქსტატში" განმარტავენ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012 წლის პირველ 9 თვეში, წინასწარი მონაცემებით, 684 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6 პროცენტით აღემატება 2011 წლის სამი კვარტალის წინასწარ მონაცემებს და 12 პროცენტით ნაკლებია ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე.
მასალის გამოყენების პირობები