ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის ვერტმფრენმა, მი-8-მ, რომელიც გალის რაიონიდან რიწის მიმართულებით მიფრინავდა. კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს.
ინციდენტი რიწის ტბასთან, ტყიანი მასივის სახლოვეს მოხდა. ტრამვა ბორტზე ოთხმა ადამიანმა მიიღო. რუსეთის სასაზღვრო ძალების პრესსამსახურის ცნობით, კატასტროფის ადგილზე ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფია გაგზავნილი, რომელიც მომხდარის დეტალებს გამოიკვლევს.