დიმიტრი მედვედევმა, ვიკტორ იანუკოვიჩს არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცა. ამ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი", კრემლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა რეგიონების პარტიის ლიდერს და წარმატებულად ჩატარებული არჩევნები მიულოცა
"დიმიტრი მედვედევი ტელეფონით ესაუბრა იანუკოვიჩს და მიულოცა -წარმატებულად დასრულებული საარჩევნო კამპანია, საერთაშორისო დამკვირვებლების მაღალი შეფასება და ბოლოს, მოპოვებული გამარჯვება", - განაცხადა კრემლის პრეს-სამსახურმა.