დღეს, 27 ნოემბერს, 12:00 საათზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი მცხეთის ჯვარზე 9 წლის განმავლობაში მოქმედი ლაბორატორიული ხარაჩოს დემონტაჟს თავად უხელმძღვანელებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს საქართველოს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლზე ჩატარებული სამუშაობის მნიშვნელობას და მასშტაბს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მასშტაბური საერთაშორისო პროექტი დასრულდა. მცხეთის ჯვარზე 9 წლის განმავლობაში დამონატაჟებული ლაბორატორიული ხარაჩოს დემონატაჟი უკვე მიმდინარეობს. ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ერთ-ერთი მწავევ პრობლემა დაძლეულია. მცხეთის ჯვრის უძველესი რელიეფები განადგურებისგან გადარჩენილია.
9 წლის განმავლობაში მიზანმიმართული ეტაპობრივი კვლველვითი და საკონსერვაციო სამუშაობის შედეგად, განადგურებას გადაურჩა მცხეთის აღმოსავლეთ ფასადის ცენტრალურ და გვერდით წახნაგებზე განთავსებული რელიეფები, რომელზეც მცხეთის ჯვრის მაშენებელი ერისთავები - სტეფანოზ ქართლის პატრიკიოსი, ადარნერსე და დემეტრე ვიპატოსია გამოსახული.
მცხეთის ჯვრის რელიეფები ქრისტეანული სამყაროს საფასადე ხელოვნების ერთ-ერთი ადრეული ნიმუშება და 586-604 წწ. თაღიღდება
საერთაშორისო ორგანიზაცია „იკრომის" ქვის კონსერვაციის ექსპერტი საიმონ ვარაკი მცხეთის ჯვრის მდგომარეობას რამდენიმე წელი იკვლევდა. სხვადსხვა სახის კვლევითი სამუშაობის და სპეციალურად დამონტაჯებული კლიმატ კონტროლების დაკვირვბის შედეგად, პროფესორმა მცხეთის ქვის კონსერვაციის საგანგებო მეთოდი შეიმუშავა, რომელიც უძველეს რელიეფებს საუკუნოვან ცხოვრებას გაუხანგრძლივებს.
მცხეთის ჯვრის ტაძრის ქვის დაზიანება დიდი ხანია მწვავე პრობლემას წარმოადგენდა. ჯერ კიდევ 2005 წელს სპეციალური მემორანდუმის ფარგლებში, იმ დოინდელ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ იკრომისა და იუნესკოს დახმარებით და თანამშრომლობით მცხეთის ჯვარზე დროებითი, დამცავი ხარაჩო დაამონტაჟდა, რომელიც აღმოსავლეთ ფასადზე განლაგებული უნიკალური რელიეფების ბუნებრივი პირობებისაგან დაცვის ერთადერთი საშუალება აღმოჩნდა.
იუნესკოს, იკრომისა და იკომოსის ერთობლივი მისიის ფარგლებში. მისიამ მიიჩნია, რომ მცხეთის ჯვრის რელიეფების ფიზიკური კონსერვაცია გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა. ამის გათვალისიწნებით, იკრომის ექსპერტმა ქვის კონსერვაციის საკითხებში საიმონ ვარაკმა ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ფიზიკური სამუშაობის დასაწყებად კონკრეტული წინადადებიც დაამუშავა, რომლის კომპეტენციას იკრომის გენერალური დირექტორის ბ-ნ ბუშენაკის სარეკომენდაციო ბარათიც ადასტურებს.
დღესდღეობით მცეთის რელიეფებს განადგურების საფრთხე არ ემუქრება. საგულისხმოა, რომ უკანასკნელ პერიოდში ასევე პრობლემურ საკითხს წარმოადგენდა მცხეთის მცირე ჯვარი, მისი კონსერვაციის მეთოდოლოგიის არ არსებობსი გამო, წლების განმავლობაში ძეგლის მდგომარეობა ნელ ნელა მძიმდებოდა. დღესდღობით მცხეთის მცირე ჯვარის მდგომარება სტაბილურია და მისი ფიზიკური მდგომარეობა ექსპერტების მიერ დედებითად ფასდება. მცხეთის ჯვრის კომპლექსის ურთულესი დაზიანებები რეაბილიტირებულია. პროექტის მიხედვით მთლიანად აღდგენილია მცირე ჯვარი. სხვადასხვა სახის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა კარიბჭეს, ცენტრალურ ნავსა და ეკვდერს, დიდ ტაძარს, დიდი ტაძრის სამხრეთ სენაკს, გალავანს, დასავლეთ მხარის სუბსტრუქციასა და კედელ-ბურჯებს.
მცხეთის მცირე ჯვრის გადარჩენის საკითხზე იუნესკოში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ტაძარზე მინიმალური ჩარევებით, განხორციელდა ძირეული კონსერვაცია, რომელიც საერთაშორისო კრიტერიუმებს მთლიანად აკმაყოფილებს.