ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა სოხუმში თურქეთის ქალაქ სიდის დელეგაციას შეხვდა. აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ თურქეთის ეს ქალაქი და სოხუმი "დაძმობილდნენ".
შეხვედრაზე ჩირიკბამ აღნიშნა, რომ დიდი აფხაზური დიაპორა, რომელიც თურქეთში ცხოვრობს არის ბუნებრივი კავშირი თურქეთსა და აფხაზეთს შორის.
ჩირიკბამ ასევე აღნიშნა აფხაზეთსა და თურქეთს შორის საზღვაო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობა.
"ჩვენ აფხაზეთსა და თურქეთს შორის საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის აღდგენა გვსურს. ჩვენი მიზანი არის ის, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა, განსაკუთრებით კი აფდაზეთის მეზობლებმა აღიარონ აფხაზური პასპორტები და ჩვენ შეგვეძლოს მშვიდად მოგზაურობა თურქეთში აფხაზური პასპორტებით. ჩვენი მიზანი აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანაა და იმედი მაქვს, რომ თურქეთთან ეს კავშირები ამაში დაგვეხმარება",_ განაცხადა ჩირიკბამ.