რუსეთი საქართველოს ავტონომიების კორესპოდენციას თავის თავზე იღებს, - ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "იზვესტია" ავრცელებს.
"საქართველო კარგავს კიდევ ერთ მექანიზმს ამბოხებული ავტონომიების კონტროლისა, რომელთა დამოუკიდებლობა 2008 ნწლის აგვისტოს მოვლემების შემდეგ რუსეთმა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. უახლოეს მომავალში რუსეთსა და აფხაზეთს შორის საფოსტო გზავნილების შესახებ შეთანხმებას მოეწერება ხელი", _ წერს "იზვესტია" და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის მაცხოვრებლებისათვის გაჩნდება საშუალება შეუფერხებლად აწარმოონ მიმოწერა რუსეთსა და მესამე ქვეყნებში მცხოვრებ ადრესატებთან.
"ჩვენ ყველა ტვირთს რუსეთიდან მივიღებთ და ისინი არ გაივლის საქართველოს ტერიტორიას. მიმოწერის მოცულობა და გზავნილები მნიშვნელოვნად გაიზრდება", _ აცხადებს კომპანია "აბხაზსვიაზის" ხელმძღვანელი ლაშა შამბა.
ახლა აფხაზეთისათვის რუსეთიდან გამოგზავნილი კორესპონდენცია ჯერ სოჭში ჩადის შემდეგ კი კურიერის მეშვეობით აფახზეთში მიემართება. ხოლო კორესპონდენცია, რომელიც მესამე ქვეყნებიდან არის გამოგზავნილი ავტომატურად თბილისში მიდის. შემდეგ კი არასამთავირობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც სახალხო დიპლომატის მისიიას ასრულებენ ეს გზავნილები აფხაზეთში ენგურის ხიდის გავლით გადააქვთ.
რუსეთსა და აფხაზეთს შორის ამ თემაზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი რუსეთს იმედი აქვს, რომ საქართველოს ამ სქემიდან ამოაგდებს. ეს რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთში უკვე გაკეთებული აქვს. ეს შეთანხმება რუსეთსა და ოს სეპარატისტებს შორის მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაფორმდა. ამის შემდეგ "რუსეთის ფოსტამ" სამხრეთ ოსეთი ნაციონალურ ოპერატორად აღიარა.
"სამხეთ ოსეთი დამოუკიდებელი საფოსტო ქვეყანა გახდა. საფისტო გზავნილები სამხრეთ ოსეთში პირდაპირ რუსეთიდან ჩადის და პირიქით",_ აცხადებდა მაშინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საფისტო-სატელეგრაფო სამსახურის უფროსი ანატოლი ხუგაევი.