გაეროს მონაცემებით, ბოლო დროის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აივ-ინფექციით დაავადების შემთხვევებმა იკლო და ამ ვირუსის მატარებელ ადამიანთა სულ უფრო მეტი რაოდენობა იღებს შესაბამის მკურნალობას.
გაეროს გაერთიანებული პროგრამა აივ-ინფექციის მიმართულებით უკვე უწოდებს ამ კლებას ისტორიულს.
ამ დაავადების გავრცელების კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აფრიკულ სახელმწიფოებში დაფიქსირდა. მაგალითად, მალავისა და ბოტსვანში დაავადების რაოდენობა 70 %-იანი კლებაა დაფიქსირებული.
ამავდროულად სამედიცინო მომსახურების ხარისხი თანდათანობით უკეთესდება და დღეს ინფიცირებულების ნახევარზე მეტი უკვე მათთვის ყველა საჭირო მედიკამენტს იღებენ.
მიუხევადად ამისა გაერო ასევე აღნიშნავს, რომ აივ -ინფექციით დაავადებულების მხოლოდ ნახევარს აქვს დასმული დიაგნოზი სწორად, ხოლო დაავადების დონე ჯერ კიდევ მაღალი რჩება აღმოსავლეთ ევროპაში, ჩრდილო აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში.