ბუნებრივია, მთავრობის პირველი რეაქცია კონსპიროლოგიური იყო: „ნაციონალებმა ჩააწყვეს, მოატყუეს, შეცდომაში შეიყვანეს" და ასე შემდეგ. ასე მარტივად რომ იყოს ბრიუსელში საქმეების „ჩაწყობა", ჩვენი ქვეყანა დღეს უკვე „ნატო" - ს წევრი იქნებოდა. სინამდვილეში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მუდამ მოქმედებს მხოლოდ საკუთარი ინეტესებიდან გამომდინარე, - როგორც სამხედრო-პოლიტიკური კორპორაციისა. მისი სასიცოცხლო ინეტრესია, არამც და არამც არ გაიფუჭოს ურთიერთობა რუსეთთან.
ამიტომაც, სავსებით სერიოზულია მოსაზრება, რომ რასმუსენისთვის ბოლოდროინდელი მოვლენები მხოლოდ საბაბია: საპარლამენტო არჩევნებამდე იგი „საგზაო რუქის" შემუშავებაზე უარს იმ საბაბით (მხოლოდ საბაბით!) გვეუბნებოდა, რომ ჯერ არ იყო ცხადი, რამდენად დემოკრატიული და გამჭვირვალე იქნებოდა არჩევნები და ხომ არ შეეცდებოდა ხელისუფლება მის გაყალბებას. შედეგი ცნეს (მიუხედავად ხაშურის და სხვა მსგავსი ექსცესებისა), სააკაშვილს დამარცხების აღაირება მოუწონეს, მაგრამ . . . რა არგუმენტი უნდა მოეყვანა იმავე რამსუსენს MAP-თან დაკავირებით? რაღაცით ხომ უნდა აეხსნა მორიგი უარი? ასე გაჩნდა ახალი საბაბი: „კი, არჩევნები დემოკრატიული იყო, თუმცა ახალი ხელისუფლება არადემოკრატიულად მართავს ქვეყანას, არღვევს ადამიანის უფლებებს და ა.შ.".
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეს, რაც შეეხება ნატო-ს, როგორც კორპორაციის ინტერესებს, რასაც ერთგულად გამოხატავს ბატონი რამსუსენი. მაგრამ პრობლემის მხოლოდ ამაზე დაყვანა კვლავ მეტისმეტი გაუბრალოებაა. არსებობს კიდევ მესამე შრე: ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი არ არის მხოლოდ პრაგმატულ გეოპოლიტიკურ ინტერესთა გაერთიანება - იგი ნამდვილად ღირებულებითი ერთობაცაა. არ უნდა მისცე საბაბი, ანუ „სათქმელი", რათა მოახერხოს კომპრომისზე წასვლა საკუთარ ღირებულებებთან! გარდა ამისა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვნია, როგორ „ჩანს" საქართველოში მიმდინარე პროცესები დასავლური საზოგადოების თვალში.
აი, მაგალითად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები აღშფოთებას ვერ მალავენ: „რატომ არ გამოხატავდა ნატო გულიწყრომას 2004 წელს, როდესაც სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა აშკარად ქულების დასაწერად (დავაკვირდეთ ამ ტერმინს ამერიკის ელჩის განცხადებაში) დაიწყესო ადამიანებსი დაჭერა, თანაც ტელეკამერების წინ?" პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ მაშინ ხელისუფლება შეიცვალა არა არჩევნებით, არამედ რევოლუციის შედეგად! დასავლური „მანტრა", მათი „რწმენის სიმბოლო" გულისხმობს, რომ რევოლუციით მხოლოდ ტირანები ემხობიან! ისტორიის კომიზმია, რომ შევარდნაძის საწყალობელ რეჟიმს ბოლოს „ტირანიის" თიკუნი ერგო, ხოლო გასაცოდავებული შევარდნაძე, ვისაც შალვა რამიშვილის „დარდუბალაში" ტიტლიკანა არბენინებდნენ, წარმოჩინდა „ტირანად" რომლის დამხობას ლამის მთელი მსოფლიო ზეიმობდა. ხოლო „ტირანის" დამხობის შემდეგ დაჭერები არავის უკვირს.
1 ოქტომბერს კი ხელისუფლება შეიცვალა არა რევოლციის, არამედ არჩვენების შედეგად. „პირსისხლიანმა ტირანმა სააკაშვილმა წააგო არჩევნები" - დასავლური მენტალობისთვის გაუგებარია. მათთვის ეს ოქსიუმორონია. როგორც „ხის რკინა". ამიტომ, როდესაც ხელისუფლება არჩევნებით მოდის, შემდეგ წინა ხელისუფლების წარმომადგენელ საკვანძო ფიგურებს იჭერს, საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსურ ინსპექციას აგზავნის, მუნიციპალიტეტებში ოპოზიციის (ესე იგი „ნაციონალური მოძრაობის") ძალადობრივად დაჩაგვრას ცდილობს, დასავლეთში ერთმნიშვნელოვანი დასკვნა გამოაქვთ. განურჩევლად იმისა, როგორ გამოიყენებს ამ დასკვნას ესა თუ ის პოლიტიკოსი (ვთქვათ იმავე რასმუსენი) უკვე კონკრეტული პრაგმატული მიზნის მისაღწევად: საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაზე უარის სათქმელად და ამ უარის დემაგოგიური დასაბუთებისთვის. .
„ნაციონალებიც" ძალიან ჭკვიანურად იყენებენ ამ გარემოებას. არა მგონია პავლე კუბლაშვილს რაღაც განსაკუთრებული საქმე ჰქონდა რაიონულ საკრებულოში, მაგრამ მას სჭირდებოდა იმის „დაფიქსირება", რომ ხელისუფლებამ ოპოზიცია ადგილობრივ საკრებულოში არ შეუშვა! შედეგი იხილეთ საპარლამენტო ასსამბლეის რეზოლუციაში!
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი