რესპოდენტის შესახებ
_ ბატონო კახა, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე, რომელსაც ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებოდა და სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა მიხეილ სააკაშვილმა კვლავ დატოვა გაერთიანებული შტაბის უფროსოს პოსტზე. როგორ ფიქრობთ, პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ორხელისუფლებიანობაა?
_ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა არის, რადგან ვიცით, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მინისტრთა კაბინეტის ნაწილში ,,ქართული ოცნება" აკონტროლებს. მაგრამ ,,ნაციონალურ მოძრაობას" სერიოზული ბერკეტები აქვს პრეზიდენტის უფლებამოსილებით, სასამართლო რესურსებით, საელჩოებითა და ბევრი სხვა მექანიზმებით. Bბოლო ცხრა წლის განმავლობაში სასამართლო კომპლექტდებოდა პოლიტიკური ნიშნით და სააკაშვილისეული სასამართლოს თავმჯდომარეები თანამდებობებზე ჯერ კიდევ რჩებიან და მუშაობენ. ამასთან საქართველოს ელჩები სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც წინასაარჩევნოდ ,,ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამდნენ წყალს ჯერჯერობით, ბიძინა ივანიშვილი ვერ ხსნის, რაც ოპოზიციისთვის სერიოზული რესურსია.
ამასთან ვნახეთ, რომ პროკურატურამ დააკავა თავდაცვისა და შსს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა. ბუნებრივი იყო, სასამართლო, რომელიც რვა წლის განმავლობაში ხალხს პოლიტიკური ნიშნით აპატიმრებდა ახლა უკვე სკურპულოზურად დაიწყებდა საქმის მასალების შესწავლას. აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე როცა ვსაუბრობთ აქ რეალურად საუბარი არ არის დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ სასამართლო არკვევს რამდენად შეუძლია ბრალდებულს Yთავისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხელი შეუშალოს გამოძიებას. აქედან გამომდინარე ჩემთვის პირადად გასაკვირი არ იყო კალანდაძის, შამათავას გათავისუფლება და სასამართლო პროცესამდეც ვაცხადებდი, რომ მოხდებოდა მათი გათავისუფლება, ხოლო ახალაიას პატიმრობაში დატოვებდნენ.
_ თქვენი აზრით, რატომ დატოვეს წინასწარ პატიმრობაში ბაჩანა ახალია და რატომ გაათავისუფლეს გირაოს სანაცვლოდ კალანდაძე და შამათავა?
_ დარწმუნებული ვარ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობას" და იგივე სააკაშვილს დიდი სურვილი ჰქონდათ ახალაიაც პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე სასამრთლოს დისკრიმიაციასთან გვექნებოდა.
_ სააკაშვილის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული კალანდაძის დაბრუნება გაერთიანებული შტაბის უფროსოს თანამდებობაზე პრეზიდენტის მხრიდან ერთგვარად რევანში ხომ არ არის?
_ პრეზიდენტის მხრიდან არა მგონია, ეს რევანშის საფუძველი იყოს. უბრალოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად თანამდებობის პირს პროკურატურა როცა უფარდებს დანაშაულს მან სასამართლოს ცალკე შუამდგომლობით უნდა მიმართო ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. თუმცა ამ შემთხვევაში პროკურატურა დარწმუნებული იყო, რომ კალანდაძეს სასამართლო პატიმრობაში დატოვებდა და სასამართლოს შუამდგომლობით აღარ მიმართა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გიორგი კალანდაძის გადაყენების შესახებ, რადგან პატიმრობაში მყოფი ადამიანი სამსახურში ვეღარ ივლიდა. Mმორალურად ერთია, რომ ადამიანს, რომელსაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან საჯარო სამსახურში აღარ უნდა მუშაობდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში აპელირება იყო უფრო კანონით. ადამიანი, რომელიც პროკურატურამ თანამდებობიდან არ გადააყენა სამსახურში მივიდა და სააკაშვილის გუნდმა ამ ფაქტით ერთგვარად თავისი სიძლიერის დემონსტრირება მოხდინა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის. Aამასთან არასწორია იმის თქმა, რომ პრეზიდენტმა გიორგი კალანდაძე გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელად ხელახლა დანიშნა, რაც სიმართლე არ არის. გიორგი კალანდაძეს, რადგან სამსახურეობრივი უფლებამოსილება არ შეუწყდა ის თანამდებობაზე დარჩა და სამსახურეობრივი უფლებამოსილები განხორციელებას აგრძელებდა.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ დაუშვა ასეთი შეცდომა პროკურატურამ სასამართლოს იმთავითვე რატომ არ მიმართა შუამდგომლობით კალანდაძისთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ?
_ პროკურატურა დარწმუნებული იყო, რომ კალანდაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლო პატიმრობას შეუფარდება. Aამიტომ პროკურატურა როცა ამ კატეგორიის საქმეებზე მუშაობს, იძიებს, მსჯელობს მაღალი თანამდებობის პირებზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით ყველაფერი უნდა გათვალოს.
,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი