როცა საქართველოს მოსახლეობამ, ქვეყნის მთავარი პროკურორის მოსაცდელში მომლოდინე ექსმინისტრი ბაჩო ახალაია იხილა, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ქვეყანაში "დროება შეიცვალა". ჯერ კიდევ ახლო წარსულში, გავლენიანი და მთელი რიგი, ლამის ეპოქალურად შერაცხული რეფორმების მებაირახტრის იმიჯით შემოსილი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას კი, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი კმაყოფილებით შეხვდა, მეორე, გაცილებით ვიწრო წრე მისი, გარკვეულწილად, "კურიოზული" ბრალდებით დაპატიმრებით აღშფოთდა. თუმცა, როგორც ირკვევა, ახალაიას ბრალი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაუმძიმდეს და ვაშლის თლისა და დანის ტარით სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გაცილებით სერიოზული ბრალდებების წინაშე აღმოჩნდეს.
ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილი პოლკოვნიკის, თეთრაძის მეუღლემ ახალაიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. თუმცა, არანაკლებ საინტერესოა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის დასჯას საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობაში მცხოვრები ეთნიკური ქისტებიც კატეგორიულად მოითხოვენ. მეტიც, ერთ-ერთი ტელესიუჟეტის დროს, მათ კატეგორიულად და დაჟინებით, ფაქტობრივად, ულტიმატუმის ფორმით განაცხადეს, რომ ახალაიამ უპირველესად სწორედ ლაფანყურის სპეცოპერაციისათვის უნდა აგოს პასუხი და ის, პირველ რიგში, ამ და არა სხვა რომელიმე ბრალდებით უნდა გასამართლდეს.
ლაფანყურის სპეცოპერაციაზე მართლაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა რომ არსებობს, ამაზე არავინ დავობს. დღევანდელი გადასახედიდან, ცივი გონებით თუ ვიმსჯელებთ, ეს მართლაც დიდი ავანტურა იყო, რომელმაც საქართველოს, ლოკალური თუ საერთაშორისო მასშტაბით, საკმაოდ დიდი ზიანი მოუტანა. დაიღუპნენ ადამიანები და მათი მკვლელობის რეალური მიზეზი, ფაქტობრივად, დღემდე დაუდგენელია, არსებობს სხვა უამრავი კითხვაც, რამაც, დიდი ალბათობით, ამ კონკრეტულ ფაქტთან მიმართებაში, ყოფილი ხელისუფლების სხვა დანაშაულებიც შესაძლოა გამოააშკარავოს. შესაბამისად, ეს ინციდენტი, რაღა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იქნას სათანადოდ გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი, მაგრამ განა ნაკლები სიმძიმის დანაშაული შესაძლოა იყოს, იგივე თეთრაძის წამებით მკვლელობა? რატომ არ უნდა იქნას გამოძიებული პირველ რიგში ეს ფაქტი? სწორედ ამიტომ, ამ შემთხვევაში, საინტერესო სხვა დეტალებია.
რა თქმა უნდა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, აქვს უფლება, კანონის ფარგლებში, წამოაყენოს ის მოთხოვნა, რის შესრულებასაც ის სამართლიანად მიიჩნევს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გარკვეულწილად, უცნაური ამ მოთხოვნის ფორმა და მიმართულება აღმოჩნდა: მაგალითად, პანკისელი ქალბატონი, რომელიც ითხოვს ბაჩო ახალაიას სათანადოდ დასჯას, მუქარის ტონალობაში ამტკიცებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ახალაიას "ჩეჩნური წესით" გაუსწორდებიან, რომ მას ჩეჩნები პანკისელი ბიჭების სისხლს არ შეარჩენენ და ასე შემდეგ. იგივეს იმეორებენ უცხოეთში მცხოვრები მავანი, სხვადასხვა მყვირალა დასახელების ორგანიზაციების წარმომადგენელი ეთნიკური ჩეჩნები თუ ინგუშები და ამ ყველაფრის ტირაჟირებას ქართული მედიის ნაწილი წარმოუდგენელი ხალისით და კმაყოფილებით აკეთებს.
პოსტსაბჭოთა საქართველოში, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დამკვიდრებული "ტრადიცია" სახელმწიფოებრივი ინტერესების აბსოლუტური უგულვებელყოფისა, "წარმატებით" აითვისა და განაგრძო სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომელმაც ამ ცნების ლამის ნულოვან დონეზე დაყვანა მოახდინა. რა შედეგები მივიღეთ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი "სტრატეგიით", ცნობილია. ამ ხაზს, სამწუხაროდ, ქართული მედიის მნიშვნელოვანი ნაწილიც მიჰყვა და როგორც ჩანს, ეს ტენდენცია ინერციით კვლავ გრძელდება.
რომ წარმოვიდგინოთ ნებისმიერი დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, სადაც ეჭვმიტანილ სახელმწიფო მოხელეს აპატიმრებენ, ხოლო იმ ქვეყნის თუ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ერთ-ერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები კონკრეტულ ქვეყანას, ადგილობრივი მედიის საშუალებით ამაყად და მოურიდებლად ამცნობენ, რომ მათი ულტიმატუმების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დამნაშავე თუ ეჭვმიტანილი პასუხს სიცოცხლით აგებს და იქვე, ქვეტექსტად, საერთოდ, მთელი ქვეყნის პასუხისგების საკითხსაც აყენებენ ლამის, ალბათ, არანაირი ნორმის ფარგლებში არ ჩაჯდებოდა, მით უმეტეს, ამ პირებს არცერთი მედიასაშუალება სერიოზული ფორმით არ დაელაპარაკებოდა...
წლების წინ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, კადიროვმა, ანა პოლიტიკოვსკაიას მკვლელობის შესახებ განცხადება გააკეთა. როგორც ცნობილია, კადიროვს პოლიტკოვსკაიას მვკვლელობაში რუსული საზოგადოების ნაწილი ადანაშაულებდა. მსგავსი ვერსიის გავრცელების შემდეგ, როდესაც ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ჟურნალისტები დაუკავშირდნენ და კადიროვს ჟურნალისტი ქალის მკვლელობასთან მისი კავშირის შესახებ ჰკითხეს, მან ბუნებრივია, კატეგორიულად უარყო გავრცელებული ხმები და განაცხადა: მე არ მომიკლავს პოლიტკოვსკაია, მე ქალებს არ ვკლავო. ჩეჩნეთის მეთაურის ეს "საპრეზიდენტო განცხადება", დიდი ხნის მანძილზე იყო დასავლური და რუსული საზოგადოების დემოკრატიული ნაწილის ქილიკის და დაცინვის საბაბი.
თუმცა, ჩვენს ჩრდილოელ სამეზობლოში ბევრი რამ რომ "მოსულა", ვიცით. თანაც ჩვენ სწორება იმ დემოკრატიულ ღირებულებებზე ავიღეთ, რამაც ცივილიზებული სახელმწიფოს შექმნამდე უნდა მიგვიყვანოს, სადაც "კავკასიელ ტყვე ქალში" აღწერილი "მთის კანონებით" საქმეების გარჩევა, სააკაშვილის დროს მართალია მხოლოდ ფასადურად და ამჟამინდელი ხელისუფლების ამბიციის პირობებში, სრულ ანაქრონიზმად ითვლება და ამ სიტუაციაში, მსგავსი განცხადებები არანაირი ნორმის ფარგლებში რომ არ ჯდება, ფაქტია. საზოგადოება ლაფანყურის სპეცოპერაციის თუ სხვა რეზონანსული საქმეების გამოძიებას მოთმინებით ელოდება, რომლის ბოლომდე მიყვანას და დამნაშავეების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას, ახალი ხელისუფლება სათავეში მოსვლის პირველივე დღეს დაგვპირდა...
"ჯი-ეიჩ-ენი", ლელა კედელაშვილი

ავტორი: . .