კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქორწილში მიმავალი "მერსედესის" მარკის ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა.
მანქანაში მსხდომი სამივე ადამიანი სასწრაფო დახმარების სამსახურმა ქალაქის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მანქანის მძღოლის და ერთი მგზავრი გოგონას მდგომარეობა მძიმეა. მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
მომხდრ შემთხვევაზე გამოძიება თბილისის საპატრულო პოლიციამ დაიწყო.