უკრაინაში ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი არ შეუშვეს. ზურაბ ხვისტანი, რომელიც უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების გასაშუქებლად ჩავიდა, აეროპორტშივე დააკავეს და დეპორტირებულთა მიმღებ-გამანაწილებენ განყოფილებაში გადაიყვანეს.
ხვისტანის თბილისში დეპორტაცია სავარაუდოდ, რამდენიმე საათში მოხდება. რაც შეეხება ტელეკომპანიის ოპერატორს, მისთვის ქვეყანაში შესვლაზე მესაზღვრეებს პრობლემები არ შეუქმნიათ.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ ხვისტანი უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურსაც აკვირდებოდა. მაშინ მას და ტელეკომპანიის კიდევ ერთ თანამშრომელს უცნობი პირები დონეცკში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"იმედის" ხელმძღვანელობისთვის არხის ჟურნალისტის დაკავების და მისი დეპორტაციის მიზეზი გაუგებარია, რადგან განმარტავენ, რომ ხვისტანს შესაბამისი აკრედიტაცია გავლილი ჰქონდა.