პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში საპროტესტო მსვლელობა მოეწყო. მსვლელობის ორგანიზატორი პრაიმერის ინიციატორი პარტიები იყვნენ.
"11 თებერვალს იწყება ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი და ჩვენ გავაპროტესტებთ მის პატიმრობაში ყოფნას", - განაცხადა "კონსერვატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ და აქვე მოსახლეობას, 11 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მისვლისკენ მოუწოდა.
მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა. მსვლელობის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე პოლიტპატიმრების პლაკატებიც გააკრეს.
მსვლელობაში მონაწილეობას მომღერალი გია გაჩეჩილაძე და მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მომხრეებიც იღებდნენ.