ბრატისლავაში ნატოს მინისტერიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია დაესწრება. მინისტერიალს ალიანსის გენერალური მდივნი ანდრეს ფოგ რასმუსენი გახსნის. მინისტერიალს რასმუსენი ნატოს გენერალური მდივნის რანგში პირველად წარუძღვება.
ნატოს გენერალური მდივანი ისაუბრებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამომავლო გეგმებზე, ალიანსის უსაფრთხოებაზე და ნატო-რუსეთის ურთიერთობაზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საკითხებზე.
მინისტერიალის ფარგლებში ბაჩო ახალაია პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.