ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი დასრულდა. სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, რომელიც ჟენევაში აფხაზუ დელეგაციას ხელმზღვანელობდა აცხადებს: "ჩვენ გავაგრძელეთ დისკუსიის მონაწილეთა ერთობლივი პროექტის განხილვა, რომელიც არსებული პოლიტიკური პრობლემების მშვიდობიან დარეგულირებას ეხება",_ აცხადებს ჩირიკბა და აღნიშნავს, რომ ჯერ ჯერობით ეს "ნედლი" დოკუმენტია, მაგრამ მისი განხილვა ჟენევის მოლაპარაკებათა 22-ე რაუნდზე გაგრძელდება, რომელიც 12 დეკემბერს გაიმართება.
ჩირიკბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჟენევაში ასევე იმყოფებოდნენ ქართული მხარის წარმომადგენლები პაატა ზაქარეიშვილი და გიორგი ვოლსკი, რომლებიც დისკუსიაში არ მონაწილეობდნენ და მხოლოდ ესწრებოდნენ მას.
"მომავალი რაუნდიდან ახალი ჯგუფი იქნება ამიტომაც ამ რაუნდს შესაძლოა გარდამავალი ვუწოდოთ", _ განაცხადა ჩირიკბამ და აღნიშნა, რომ საქართველოს "ძველ გუნდთან" მოლაპარაკება რაიმე საკითხზე შეუძლებელი იყო.
"ვნახოთ რა იქნება ახალ გუნდთან დაავშირებით", _ აცხადებს ჩირიკბა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების ამ რაუნდზე აფხაზურმა მხარემ დისკუსიების ფორმატის შეცვლა და დელეგაცის საექსპერტო ფორმატზე გადასვლა მოითხოვა.
"ამას გარდა, ჩვენ გამოვედით ინიციატივით გავაერთიანოთ ორი სამუშაო ჯგუფი, ვინაიდან უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები ურთიერთდაკავშირებულია. ყველაფერ ამას ჩვენ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე განვიხილავთ", _ განაცხადა ჩირიკბამ.