ჟენევის საერთაშოიროს მოლაპარაკებების 21-ე რაუნდზე მიღებული გადაწყვეტილებით, ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო. ქართული დელეგაციის განცხადებით, ეს დოკუმენტი არის გარანტი იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით პასუხიმგებლობა აიღოს.
"ამ რაუნდზე ბევრი რაუნდის შემდეგ დავიწყეთ ძალის არგამოყენებლობის შესახებ დოკუმენტზე მუშაობა, რომელიც თუ სწორად წარიმართება რუსეთის აიღებს ჯარის გაყვანის ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიიდან. გარდა ამისა, ბევრი სხვა თემა იყო განხილული. მათ შორის - დევნილების დაბრუნების საკითხი", - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.