სოხუმში აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"სამხედრო -პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საფრთხის შემთხვევაში, სამი რესპუბლიკის არმია ჩვენი რესპუბლიკების უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეთანხმებულიად იმოქმედებს",_ განაცხადა მერაბ ქიშმარიამ.
თავის მხრივ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობას ხარისხობრივად სულ სხვა დონეზე აიყვანს. სეპარატისტული დნესტრიპირეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა ალექსანდრე ლუკიანენკომ კი განაცხადა, რომ ამ ხელშეკრულებას სამხედროსთან ერთად პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს.