დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივითა და მიტროპოლიტ_ ზოსიმეს ლოცვა-კურთხევით, დუშეთის კულტურის სახლში დღეიდან საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართება.
მსგავსი აქციის ჩატარება მიზნად ისახავს დუშეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფინანსურ დახმარებას. Gგარდა ამისა, ის შემოწირული თანხა, რომელიც ყოველი ღონისძიებისას იქნება მიღებული, გადაეცემათ ისეთ ოჯახებს, რომელებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება და ამ მხრივ ფინანსურ პრობლემებს განიცდიან.
4 თებერვალს 17.00 დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.
შემოსული თანხა კი დუშეთის მკვიდრს, ერთი წლის ლიზი ნანიაშვილის ოჯახს გადაეცემა. Pპატარა ლიზი გულის მანკითაა დაავადებული და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს.
საქველმოქმედო საღაომოები დუშეთის კულტურის სახლში დღეიდან მუდმივად გაიმართება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს.