საოცარი განცხადებები კეთდება ბოლო დროს მოსკოვში. იმდენად უცნაური, რომ როგორც რუსები იტყვიან, „ცუდი აზრები მოგდის თავში". ჯერ იყო და პუტინმა აღიარა: „საქართველოსთან ომის გეგმა ჯერ კიდევ 2006 წელს შევიმუშავეთ და ოსურ ფორმირებებს ყოველნაირად (მათ შორის იარაღით) ვეხმარებოდითო". ისევ რუსული ხალხური სიბრძნეა „სიმღერიდან სიტყვასაც ვერ ამოაგდებ, ხოლო სიტყვა ჩიტს ჰგავს, - თუ გაფრინდა ვეღარ დაიჭერო". ითქვა უკვე და მართლაც დადასტურდა, რომ მოსკოვი რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდა ხელსაყრელ მომენტს, რათა ოსი სეპარატისტების მეშვეობით კონფლიქტის პროვოცირება მოეხერხებინა. მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს განცხადება პუტინმა ექს-პრეზიდენტ მედვედევთან დაპირისპირების კონტექსტში გააკეთა მას შემდეგ, რაც კოკოითის ხალხმა აშკარად პროვოკაციული ფილმი „ომის დაკარგული დღე" გადაიღო.
ამას მოჰყვა ძალზე უცნაური ისტორია საქართველოში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის ვიზიტთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, პოლონელ კოლეგა სიკორსკისთან ერთდა მან ყოველწლიურ ამბასადორიალეში მიიღო მონაწილეობა და სააკაშვილთან ერთად ყურძენიც წურა. საწნახელში გადაღებულმა ამ ფოტომ მსოფლიოს გაზეთები მოიარა. შემდეგ კი, ოპოზიციასთან შეხვედრისას, შვედმა დიპლომატმა ვითომდაც გააკრიტიკა ოპოზიციონერები იმის გამო, რომ ისინი თურმე „ქუჩაში აპირებენ არჩევნების გადატანას".
სწორედ აქ იწყება უცნაურობა: ბილდტი ოპოზიციას დახურულ კარს მიღმა შეხვდა. ოპოზიციონერები არ ადასტურებენ, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზუსტად ამ „უორდინგით" გამოხატა თავისი უკმაყოფილება. ოფიციალური წყაროებიც სდუმან. თუ არ ჩავთვლით ძალზე წინააღმდეგობრივ ცნობებს „ტვიტერსა" და „ფესიბუკში. მიუხედავად ამისა, მოსკოვი ბილტდის განცხადებას მრისხანე ოფიციალური (!) კომენტარით გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს „სფოუქსმენი" ლუკაშევიჩი წყენას ვერ მალავდა: „კარლ ბილტი, რომელიც არაბულ რევოლუციებს უჭერს მხარს, საქართველოში რატომღაც მოვლენათა ამგვარი განვითარების წინააღმდეგიაო".
როგორც ჩანს, რუსეთს თავისი „სექსოტები" ჰყავდა იმ შეხვედრაზე და ინფორმაცისი სანდოობაშიც ამიტომ არ ეპარება ეჭვი. თუმცა მაინც ძალიან უცნაურია, როცა ლავროვის უწყება ასეთ განცხადებას მხოლოდ არაოფიციალურ წყაროებსა და მედიის ცნობებზე დაყრდნობით აკეთებს. დაემუქრენ კიდეც ბილდტს: „საცაა მოსკოვში ჩამობრძანდება ეგ ვაჟბატონი და მტრისას, აქ რა დღესაც დავაყრითო".
ბუნებრივია, ლუკაშევიჩის განცხადება პროსახელისუფლება მედიამ აიტაცა და (ვაღიაროთ) სრულიად დასაბუთებულად გამოაცხადა საქართველოში მოსკოვის მიერ არეულობის მზადებად ან მხარდაჭერად. აბა სხვას რას ნიშნავს ლუკაშევიჩის ტექსტი? სხვას რას ნიშნავს, როდესაც მეზობელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო (მიაქციეთ ყუარდღება, არა რომელიმე დეპუტატი ან პოლიტიკოსი, არამედ ის უწყება, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს) ღიად აცხადებს, რომ არა მხოლდო ელის ქუჩის აქციებს, არამედ მათ სიმპატიითაც კი მოეკიდება „რამე რომ იყოს".
ჰოდა ნუ გავიკვირვებთ, რომ ამ „სიმპათიაში" ბევრამ შეიძლება თბილისიდან 35 კილომეტრში დისლოცირებული რუსული არმადა დალანდოს, მით უმეტეს ირანის გარშემო შექმნილი ვითარების კონტექსტში, სადაც „უკანმოუბრუნებლობის წერტილი", როგორც ჩანს, უკვე განვლილია, ანუ ისრაელი სამკვდრო-სასიცოცხლო ომს იწყებს.
მართლა „ცოდვა იქნებოდა" ნაციონალურ არხებს ეს არ გამოეყენებინათ და მძლავრად არ გაეპიარებინათ ოპოზიციის წინააღმდეგ. და როგორც პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით გაჩნდა კონსპიროლოგიური თეორიები საქართველოს ხელისუფლებისთვის „ტოპკის აწევისა" და ფარული მხარდაჭერის თაობაზეა, ასევე ამ შემთხვევაშიც გიჩნდება ეჭვი, რომ ეს ლუკაშევიჩი ან იდიოტია ან მოსკოვი მართლა ცდილობს ქართული ოპოზიციის რაც შეიძლება მეტად „დაჩმორებას" არჩევნების წინ.
თუმცა ეს მეტისმეტად რთული კონსტრქუციაა, შუასაუკუნეების ფილოსოფოსი ოკამა კი გვასწავლის, რომ „არსთა გამრავლება მიზანშეუწონელია", ხოლო საკითხის უბრალო ახსნა ხშირად ყველაზე ზუსტია და სირთულეთა ძიება არ არის საჭირო!
ლუკაშევიჩი შეიძლება კიდეც იყოს იდიოტი, მაგრამ საკუთარი ნებით იგი არც ერთ განცხადებას არ აკეთებს - მხოლოდ ახმოვანებს იმას, რასაც ზემოდან ეტყვიან. „ზემოდან", ესე იგი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან. ეს ხელმძღვანელობა კი, თავის მხრივ, უფრო ზემდგომთა მითითებებს ასრულებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ აშკარად ნევროტული რეაქცია კარლ ბილდტის და როდისლავ სიკორსკის ვიზიტზე პუტინის ბოღმისა და „იპოჰონდრიის" გამოვლინება უფრო იყო!
მას ზოგადად ახასიათებს ასეთი „ბოღმიანი პარალელები". 2007 წლის მიწურულს თქვა: „თუ დასავლეთი და ამერიკა კოსოვოს ცნობენ, ჩვენ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რატომ არ უნდა ვცნოთ - ვისზე ნაკლები ბიჭები ვართო". აგვისტოს ომის დროსაც ყველანაირად ცდილობდა, დასავლეთისთვის სერბეთი შეეხსენებინა: „თქვენ სერბეთი დაბომბეთ, სამაგიეროდ ჩვენ საქართველოს ვბომბავთო". მას აშკარად ძალიან უნდა ამ რიგის გაგრძელება არაბული რევოლუციების კონტექსტში, რომელიც დასავლეთის პროვოცირებულად მიაჩნია: „თქვენ - იქ? ჩვენ - აქ!"
სინამდვილეში ეს ძალიან საშიში სინდრომია და მისი გაუბრალოება ან ამაზე მხოლოდ თეორიული მსჯელობაც არ კმარა: პუტინის ელიტა საქართველოს განიხილავს, როგორც დასაველთთან გეოპოლიტიკური „პროქსი ომის" ასპარეზს! ამ პირობებში კი მართლა დიდი სიფრთხილე მართებს ჯერ ხელისუფლებას, თუმცა აგრეთვე ოპოზიციას, რათა კვლავ არ ვიქცეთ (მესამედ ბოლო 20 წლის განმავლობაში) ყოფილი ზესახელმწიფოს ისტორიული ბოღმის დაკმაყოფილების ასპარეზად.

ჯი-ეიჩ-ენი, ნიკა იმნაიშვილი
ავტორი: . .