რესპოდენტის შესახებ
_ ბატონო რამაზ, ,,ქართული ოცნება" უკვე სამ თვეზე მეტია, რაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. ,,ნაციონალურმა მოძრაობამაც" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს 11 ქალაქში პარტიული ყრილობა გამართა და საარჩევნო გზავნილები კიდევ ერთხელ გაახმაურა. როგორ შეაფასებთ, პოლიტიკური ლიდერების მხრიდან გაკეთებულ გზავნილებს, რამდენად სწორადაა მათი მხრიდან აქცენტები გაკეთებული?
_ საარჩევნო კამპანია თავისებურებით სწორედ იმის გამო ხასიათდება, რომ ამომრჩევლის განწყობაზე გავლენას მცირე დეტალიც კი ახდენს. პრაქტიკულად, ,,ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა იყო, ის რასაც აქამდე ,,ქართული ოცნება" იყენებდა _ საჯარო შეკრება და მოსახლეობასთან წინასაარჩევნო დაპირებების გახმაურება. ,,ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკას, რაც შეეხება ახალი და გამორჩეული ყრილობაზე არაფერი თქმულა, გარდა იმ დაპირებისა, რასაც აქამადე ისედაც ვისმენდით მმართველი გუნდის მხრიდან. უბრალოდ უფრო მასშტაბურად მოხდა წინასაარჩევნო გზავნილების გახმაურება. ,,ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა ,,ქართული ოცნების" მიმართ უფრო აგრესიული იყო, ვიდრე ,,ქართული ოცნება" არის ხოლმე თავის ყრილობებზე მმართველი გუნდის მიმართ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის აგრესიულ ტონში რუსული ფაქტორი უფრო ნაკლებად ჩანდა.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ იყო ასეთი აგრესიული ,,ნაციონალური მოძრაობა" ,,ქართული ოცნების" მისამართით?
_ ასეთი აგრესია ნუ გაგვიკვირდება, რადგან პარტიებს შორის წინასაარჩევნო ორთაბრძოლაა და იგი თავისი კლიმატით ხასიათდება. თუმცა ორთაბრძოლაში საყურადღებოა ის, რამდენად სამართლიანია აგრესია პარტიებს შორის.
_ მმართველი გუნდის წინასაარჩევნო ყრილობაზე გამოსული ხალხის რაოდენობის შესახებ რისი თქმა შეგილიათ და რა შედეგამდე შეიძლება მივიდეთ გამოსული ხალხის რაოდენობით, თუ ვიმსჯელებთ?
_ რა თქმა უნდა, სახიფათო შედეგამდე მისვლა ყოველთვის შესაძლებელია. ერთადერთი განსხვავება ,,ქართული ოცნებისა" და ,,ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ყრილობას შორის არის ის, რომ ,,ქართული ოცნების" ღონისძიებაზე ხალხი მხოლოდ საკუთარი სურვილით გამოდის და აქ სხვა მექანიზმი არ ჩანს, მაგრამ ,,ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე ხალხის გამოსაყვანად გამოყენებული იყო, თუ არა ადმინისტრაციულ რესურსი და იგივე ფული არ ვიცი.
მმართველმა ძალამ ადმინისტრაციული რესურსი უკვე იმდენ რამეში გამოიყენა, რომ სრულიად შესაძლებელია ეს უპირატესობა ახლაც გამოეყენებინა.
_ რამდენიმე დღის უკან საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი იმყოფებოდა. ანდრეს ფოგ რასმუსენმა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის ტესტი იქნება. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება რამდენად მზადაა ტესტის წარმატებულად ჩაბარებისთვის?
_ ქვეყანა, როცა რაღაცას წარმატებულად აკეთებს, არ ეუბნებიან დაგეგმილი არჩევნები შენთვის ტესტია. როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის მეგობრები ჯერ კიდევ დარწმუნებულები არ არიან, რომ არჩევნები წარმატებულად ჩატარდება.
_ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI-მ) პოლიტიკური პარტიის რეიტინგები გამოაქვეყნა. ივნისის თვეში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით მმართველი გუნდის რეიტინგი ერთ პროცენტით მომატებულია და 37% შეადგენს, ხოლო ,,ქართული ოცნების" რეიტინგმა 18%-დან -12%-მდე დაიწია. ზოგადად, რას ფიქრობთ გამოქვეყნებულ შედეგებზე და რითაა განპირობებული ,,ქართული ოცნების" რეიტინგის შემცირება?
_ მე, პირადად ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის შედეგებს არ ვენდობი და ახლა უფრო უარესი პოზიცია გამაჩნია, რადგან არსებულ კვლევაში წინა კვლევებთან შედარებით გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომელებმაც კითხვაზე პასუხი არ იცის, ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე. ეს მაჩვენებელი კი 40% აღწევს. გამოკითხვაში, როცა შეკითხვაზე პასუხს გამოკითხულთა ამხელა რაოდენობა არიდებს ნიშნავს იმას, რომ კვლევაში ბევრი ხარვეზია და მონაცემები სანდო არ არის. Aამიტომ, თუ 40% კვლევის შედეგებს არ ენდობა, მე რატომ უნდა ვენდო?
_ პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო სია გამოაქვეყნეს. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორადაა დაკომპლექტებული იგივე ,,ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ქართული ოცნების"საარჩევნო სია?
_ გააჩნია, საარჩევნო სიის დაკომპლექტების დროს რომელი პარტია რა სტრატეგიით ხელმძღვანელობს. როგორც ჩანს, საარჩევნო სიის შერჩევისას მმართველ ძალას გათვლა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით აქვს გაკეთებული. ვგულისხმობ, იმას, რომ სიაში ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან დაკავშირებული ბევრი პირი მოხვდა.
,,ქართულ ოცნებას" გათვლა უფრო საზოგადოების სიმპატიის მოპოვებაზე აქვს გაკეთებული და სიაშიც საზოგადოებისთვის ბევრი ცნობილი ადამიანი მოხვდა. რომელი სტრატეგია გაამართლებს, ეს ცოტა ხანში გამოჩნდება.
_ მმართველი ძალა ხშირად აპელირებს რომ ,,ქართულ ოცნებას" აჭრაში მაჟორიტარ კანდიდატებად დასახელებული ჰყავს ასლან აბაშიძესთან დაახლოებული პირები. ივანიშვილის მხრიდა ეს ტაქტიკა რამდენად გამართლებულია?
_ არა მგონია, ივანიშვილის მხრიდან, ეს სწორი სტრატეგია იყოს. თუმცა არსებობს მეორე ფაქტორიც, ამ ადამიანებს აჭარაში ადგილობრივების მხრიდან დიდი მხარდაჭერა ჰქონდეთ და ისინი საარჩევნოდ ,,ქართულ ოცნებას" ხმებს მოუტანენ.
_ ბატონო რამაზ, წინასაარჩვნოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაგეგმილ დებატებში მონაწილეობაზე, სადაც პოლიტიკური პარტიების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები მონაწილეობენ უარი განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია მისი გადაწყვეტილება და მოახდენს, თუ არა ეს ფაქტორი საზოგადოების განწყობაზე გავლენას?
_ არა მგონია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს იმას, მიიღებს, თუ არა ბიძინა ივანიშვილი დებატებში მონაწილეობას. როგორც მახსოვს, ივანიშვილი დებატებს მიხელ სააკაშვილთან ითხოვდა, რადგან მიიჩნევს, რომ სადავო აქვს არა მერაბიშვილთან, არამედ სააკაშვილთან. თუმცა შესაძლებელი იყო დებატებში მონაწილეობა მიეღო სწორედ იმის გამო, რომ საარჩევნოდ რაიმე საბაბი არ მისცე სსხვა პოლიტიკურ პარტიებს.
_ საუბრის შეჯამებისას, წინასაარჩევნო კამპანიის გათვალისწინებით, როგორია თქვენი პროგნოზი როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები არჩევნების შემდეგ?
_ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე რაიმე პროგნოზზე საუბარი ძნელია. თუმცა, თუ საარჩევნო ხმები ძალიან უხეშად გაყალბდა და ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალიან მაღალი მაჩვენებელი მიიღო, მაშინ როგორც ,,ქართული ოცნება" ამბობს მძაფრი რეაქცია ექნებათ.
_ როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია საკუთარი ხმების დასაცავად ხალხის ქუჩაში გამოვა?
_ გააჩნია ვინ მოუწოდებს ქუჩაში გამოსასვლელად. Bბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში კვლევების მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ ქუჩაში გამომსვლელების რაოდენობა საკმაოდ დიდი არ არის, მაგრამ მათი რაოდენობა საკმაოდ ნორმალურია ქუჩაში გამოსასვლელად.
,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი.