სცენარი გულისხმობს, რომ რუსეთში მოხდება ზომიერი მოდერნიზაცია "ზევიდან", თუმცა არსებული სისტემის ძირითადი ელემენტები შენარჩუნდება.
პოლიტიკაში დაუშვებენ პარტიების დამოუკიდებლობას. შესაძლოა, ახალი სახელისუფლებლო პარტიის შექმნაც. ეს მოითხოვს ხელისუფლების დაყოფას და პოლიტიკური კონკურენციის გაძლიერებას. ვითარება გარკვეული სახეცვლილებით 2002-2003 წლების პერიოდში დაბრუნდება. აღდგება ფედერალიზმის ელემენტები, მათ შორის, რეგიონებს ხელმძღვანელების პირდაპირი არჩევნები. რუსეთს ფედერაციის საბჭო კი რეგიონების წარმომადგენლობის რეალური ორგანო გახდება.
შემცირდება ეკონომიკაში სახელმწიფოს წარმომადგენლობა და ის უფრო მეტად შეიძენს საბაზრო ხასიათს.
სოციალურ სფეროში გაგრძელებდება მცოცავი დეგრადაცია, რასაც ჯანდაცვისა და განათლების სფეროში ხარისხის ვარდნა და ამავე დროს აქტიური და განათლებული კადრების ქვეყნიდან გადინებას იწვევს.
საგარეო პოლიტიკაში ძირითად მოთამაშებთან გაგრძელდება დაბალანსებული ურთიერთობები.
"ზომიერი" სცენარი არ გამორიცხავს კრიზიზსაც. მისი მიზეზი შეიძლება გახდეს არათანაბარი ცვლილებები სხვადასხვა მიმართულებებში, ასევე ხელისუფლების დაყოფა ვერტიკალსა და ჰორიზონტალში. ამის შედეგად, სცენარი შეიძლება შეიცვალოს უფრო რადიკალურით.
რადიკალური პოლიტიკური მოდერნიზაცია გულისხმობს ორი ან მრავალპარტიული სრულფასოვანი სისტემის შექმნას, ხელისუფლების რეალურ დაყოფასა და ინსტიტუტების გაძლიერებას.
პოლიტიკაში ძირეული ცვლილება იქნება პარლამენტის რეალურ პოლიტიკურ წარმომადგენლობით ორგანოდ გადაქცევა, რომელიც კონტროლს გაუწევს მთავრობას, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებს. არ არის გამორიცხული, საპარლამენტო მმართველობის შემოღებაც, სრულფასოვანი ფედერალიზმიც.
ეკონომიკაში ბიზნესი ჩამოშორდება ხელისუფლებას და გაძლიერდება საბაზრო ეკონომიკა. ხელისუფლება ძირითადად შეასრულებს მარეგულირებლის როლს.
გაიზრდება მოქალაქეების სოციალური და გეოგრაფიული მობილობა. ქვეყანაში მკვეთრად შემცირდება შიდა მიგრაცია. საგარეო მიმართულებით გამძაფრდება ევროინტეგრაციის პოლიტიკა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ რადიკალური მოდერნიზაციისას მიწისქვეშა დინებები და კლდეები უფრო მეტია, რაც უკავშირდება არათანაბარ განვითარებას და კრიზისების რისკებიც მეტია. სწორედ კრიზისებმა შესაძლოა გამოიწვიოს სისტემის შემდგომი გაძლიერება ან უკან - ავტორიტარიზმში დაბრუნება.
სცენარი ავტორიტარული მართვის მოდელით.
ამ პირობებში არჩევნები რეალურად გახდება ფარსი - იმიტირებული კონკურენციით. შეიცვლება რეგიონების მართვის ფორმულა, რათა ისინი უფრო ადვილად სამართავნი გახდნენ.
შეიქმნება ერთგვარი პოლიტბიურო ძირითადი კლანების ინტერესების შესათანხმებლად. Gაძლიერდებიან ძალოვანი სტრუქტურები, ამოქმედება "წმენდის" მექანიზმი.
ეკონომიკაში გაძლიერდება სახელმწიფო კორპორაციის გავლენა და "მეგობრების ბიზნესი", რომელიც სრულად იქნება დამოკიდებული სახელისუფლებლო ელიტაზე.
გაძლიერდება პატერნალისტული პოლიტიკა, რომელიც "ალყაში მყოფი ციხესიმაგრის" იდეის კულტივირებას ახდენს. აღნიშნული გამოიწვევს ქვეყნიდან არნახულ მიგრაციას. Gგაიზრდება ნაციონალისტური განწყობები, რაც გახდება ეთნიკური კონფლიქტების საფუძველი, მოხდება რიგი რეგიონების დეზინტეგრაცია.
გაიზრდება კონფრონტაცია საგარეო არენაზე.
კრიზისების რისკი აქაც მაღალია, რაც ძირითადად უკავშირდება შიდა კონკურენციას და კლანებისა და კორპორაციების დაპირისპირებას.
სამივე სცენარის პირობებში გარდაუვალია პოლიტიკური კონკურენციის ზრდა, თუმცა ავტორიტარული სცენარისთვის ეს დესტრუქციული ფაქტორია.
სამივე სცენარის პირობებში შესაძლოა მოულოდნელი ცვლილებები რაც შესაძლოა დაუკავშირდეს გლობალურ კრიზის როგორც ეკონომიკაში ასევე ახლო აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებს და თუნდაც აშშ-ში ახალი პრეზიდენტის არჩევას.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ახლო მომავალში რუსეთის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მას დააყენებს დილემის წინაშე ლიბერალიზაცია თუ ავტორიტარიზმი.
სცენარში განხილულია რუსეთის შესაძლო დაშლის საკითხიც, რისი მიზეზიც შესაძლოა გახდეს გადამეტებული ცენტრალიზაცია, რაც რეგიონებს "ყელში" ამოუვათ.
არ არის გამორიცხული "ელიტის დაშლაც", რასაც იწვევს სულ უფრო მზარდი მოძრაობა "რუსეთი პუტინის გარეშე".
სცენარში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა "დესტაბლიზაციას მოსკოვში", რაც პროვოცირებული იქნება ფედერალური ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკით.
სცენარის შემადგენელი ვარიანტია "კავკასიის მესამე ომი". კადიროვი-პუტინის მიერ დამყარებული "წესრიგი", პარალელურად 2014 წლის სოჭის ოლიმპიადა უფრო ამძაფრებს სოციალური აფეთქების შესაძლებლობას. ამავე დროს, მდორედ და ფარულად მიმდინარე სამოქალაქო ომი ადვილი შესაძლებელია გადაიზარდოს ღია კონფრონტაციაში.
ასევე აქტუალური იქნება "ნაციონალისტური საკითხი", რომელიც აუცილებლად ზევიდან გათამაშდება, თუმცა სულაც არაა გამორიცხული ის სპონტანურად, ქვევიდანაც გააქტიურდეს. მიიჩნევენ ექსპერტები.
რაც შეეხება "ევროპულ არჩევანს" ამ სცენარის რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ ზევიდან და მხოლოდ არასასურველი ეკონომიკური კონიუქტურის პირობებში.
ასეთია მოკლედ კარნეგის ცენტრის მიერ წარმოდგენილი, მომავალი 8-10 წლის განმავლობაში რუსეთის განვითარების შესაძლო სცენარები.