ოლიმპიადის მე–6 მედლებიანი დღე აშშ–ს ნაკრების უპირატესობით აღინიშნა.
ამერიკელებმა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ჩინელებთა ოქროს მედლების მხრივ
ჩამორჩენა აღმოფხვრეს და მალე გადაასწრებენ კიდეც. ქართველთა გუშინდელ
გამოსვლას რაც შეეხება, დამკვიდრებული ტრადიციით, ის ამჯერადაც
წარუმატებელი გახლდათ. ლონდონში მხოლოდ ერთმა ქართველმა იასპარეზა –
ძიუდოისტი ლევან (ლომერ) ჟორჟოლიანი, 100 კგ წონით კატეგორიაში მხოლოდ
პირველ მეტოქეს, უნგრელ დანიელ ბრატას გასცდა, მეორესთან (აზერბაიჯანელ
ელმარ გასიმოვთან) კი გაფრთხილებებით წააგო.
3 აგვისტოს ოლიმპიურ ასპარეზზე 3 ქართველის გამოსვლას ველოდებით. პირველი
100 კგ–ზე მეტი წონის ძიუდოისტთა კატეგორიაში, ადამ ოქრუაშვილი გამოვა.
მისი მეტოქე გერმანელი ანდრეას ტიოლცერი იქნება, რომელიც ჩვენებურ ათლეტზე
წონითაც მეტია (25 კგ–ით) და მედლებიც მეტი აქვს მოპოვებული. 32 წლის
გერმანელი მსოფლიოს 2–გზის (2010, 2011) ვიცე–ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი
(2006) და 2–გზის ბრინჯაოს მედალოსანი (2003, 2007) გახლავთ. ეს ორთაბრძოლა
საქართველოს დროით 12:30 საათზე დაიწყება.
13:00 საათიდან სტარტს აიღებს პირველი ქართველი ძალოსანი მიმდინარე
ოლიმპიადაზე. 85 კგ წონით გატეგორიაში მოასპარეზე რაულ ცირეკიძე B ჯგუფის
კიდევ ათ სპორტსმენთან ერთად დაიწყებს ატაცებული და აკვრული კილოგრამების
შეგროვებას, რათა რომელიმე ოლიმპიურ მედალს შეწვდეს.
ბოლოს კი, სიგრძეზე საკვალიფიკაციო ხტომებს ბოლესლავ სხირტლაძე შეუდგება.
ქართველი მძლეოსანი 22:50 საათიდან დაიწყებს შერჩევით ხტომებს.
1 |
|
ჩინეთი
|
18 |
11 |
5 |
34 |
2 |
|
აშშ
|
18 |
9 |
10 |
37 |
3 |
|
სამხრეთი კორეა
|
7 |
2 |
5 |
14 |
4 |
|
საფრანგეთი
|
6 |
4 |
6 |
16 |
5 |
|
დიდი ბრიტანეთი
|
5 |
6 |
4 |
15 |
6 |
|
გერმანია
|
4 |
8 |
5 |
17 |
7 |
|
იტალია
|
4 |
5 |
2 |
11 |
8 |
|
ჩრდ. კორეა
|
4 |
0 |
1 |
5 |
9 |
|
რუსეთი
|
3 |
6 |
8 |
17 |
10 |
|
სამხრეთი აფრიკა |
3 |
0 |
0 |
3 |
11 |
|
ყაზახეთი
|
3 |
0 |
0 |
3 |
12 |
|
იაპონია
|
2 |
6 |
11 |
19 |
13 |
|
ჰოლანდია
|
2 |
1 |
3 |
6 |
14 |
|
უნგრეთი
|
2 |
1 |
2 |
5 |
15 |
|
უკრაინა
|
2 |
0 |
4 |
6 |
16 |
|
ავსტრალია
|
1 |
7 |
3 |
11 |
17 |
|
რუმინეთი
|
1 |
3 |
2 |
6 |
18 |
|
ბრაზილია
|
1 |
1 |
2 |
4 |
19 |
|
ახალი ზელანდია
|
1 |
0 |
2 |
3 |
20 |
|
სლოვენია
|
1 |
0 |
1 |
2 |
21 |
|
საქართველო
|
1 |
0 |
0 |
1 |
22 |
|
ლიტვა
|
1 |
0 |
0 |
1 |
23 |
|
ვენესუელა
|
1 |
0 |
0 |
1 |
24 |
|
მექსიკა
|
0 |
3 |
1 |
4 |
25 |
|
კანადა
|
0 |
2 |
5 |
7 |
26 |
|
კოლუმბია
|
0 |
2 |
1 |
3 |
27 |
|
კუბა
|
0 |
2 |
1 |
3 |
28 |
|
შვედეთი
|
0 |
2 |
0 |
2 |
29 |
|
ინდონეზია
|
0 |
1 |
1 |
2 |
30 |
|
მონღოლეთი
|
0 |
1 |
1 |
2 |
31 |
|
ნორვეგია
|
0 |
1 |
1 |
2 |
32 |
|
დანია
|
0 |
1 |
1 |
2 |
33 |
|
ესპანეთი
|
0 |
1 |
1 |
2 |
34 |
|
ბელარუსი
|
0 |
1 |
1 |
2 |
35 |
|
ჩეხეთი
|
0 |
1 |
0 |
1 |
36 |
|
ეგვიპტე
|
0 |
1 |
0 |
1 |
37 |
|
პოლონეთი
|
0 |
1 |
0 |
1 |
38 |
|
ტაიპეი
|
0 |
1 |
0 |
1 |
39 |
|
ტაილანდი
|
0 |
1 |
0 |
1 |
40 |
|
სლოვაკეთი
|
0 |
0 |
3 |
3 |
41 |
|
ყატარი
|
0 |
0 |
1 |
1 |
42 |
|
საბერძნეთი
|
0 |
0 |
1 |
1 |
43 |
|
სინგაპური
|
0 |
0 |
1 |
1 |
44 |
|
ბელგია
|
0 |
0 |
1 |
1 |
45 |
|
უზბეკეთი
|
0 |
0 |
1 |
1 |
46 |
|
სერბეთი |
0 |
0 |
1 |
1 |
47 |
|
ინდოეთი
|
0 |
0 |
1 |
1 |
48 |
|
აზერბაიჯანი
|
0 |
0 |
1 |
1 |
49 |
|
მოლდოვა
|
0 |
0 |
1 |
1 |
შენიშვნა - ოლიმპიურ ტაბლოში ქვეყნის შემდეგ მითითებულია მოპოვებული ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს და ბოლოს, ყველას ჯამური რაოდენობა.