მედლებიანი მე–5 დღე საქართველოსთვის უმედლოდ დამთავრდა. ძიუდოისტთა
ტურნირზე ქართველების უმთავრესმა იმედმა, 90 კგ წონით კატეგორიაში, ვარლამ
ლიპარტელიანმა მხოლოდ აფრიკელ ვეტერანს მოუგო, ავსტრალიელ თანატოლთან კი,
თავისსავე წამოწყებულ ილეთზე წამოეგო და ლონდონიდან უსახელოდ დაბრუნება
უწევს.
წინა 6 ოლიმპიადასთან შედარებით უცუდესი შედეგი აჩვენა ტყვიის სროლაში
ქართული დელეგაციის იმედმა, ნინო სალუქვაძემ. 25 მეტრიდან პნევმატური
პისტოლეტით სროლაში, ქართველი სპორტსმენი მე–15 ადგილს დასჯერდა და
საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გასცდა.
ამრიგად, ლონდონის ოლიმპიადაზე, უკვე 12 ქართველ სპორტსმენს (მათგან
მოკრივე მერაბ თურქაძეს, წონის პრობლემის გამო, "სიმბოლური" ჩხუბის
საშუალებაც არ მიეცა) დაუმთავრდა მოქმედი ოლიმპიელის სტატუსი. მათგან
ერთადერთი მედალი და ისიც ოქროსი, 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე
ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.
დღეს, ქართველებს ლონდონში ერთადერთი იმედი ასევე ძიუდოისტ ლევან
ჟორჟოლიანზე გვაქვს. ევროპის 2–გზის (2010, 2011) პრიზიორი 100 კგ წონით
კატეგორიაში იასპარეზებს და 1/16–ფინალში მისი მეტოქე, ევროპის ასევე
2–გზის (2005, 2009) ბრინჯაოს პრიზიორი რუმინელი დანიელ ბრატა იქნება. ეს
ორთაბრძოლა საქართველოს დროით 12:37 საათზე დაიწყება. თუ ეს ბარიერი
წარმატებით დაძლია ქართველმა ფალავანმა, მაშინ ყაზახ მაქსიმ რაკოვსა და
აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს შორის გამარჯვებულს დაეჭიდება.
1 |
|
ჩინეთი
|
17 |
9 |
4 |
30 |
2 |
|
აშშ
|
12 |
8 |
9 |
29 |
3 |
|
სამხრეთი კორეა
|
6 |
2 |
4 |
12 |
4 |
|
საფრანგეთი
|
5 |
3 |
5 |
13 |
5 |
|
ჩრდ. კორეა
|
4 |
0 |
1 |
5 |
6 |
|
გერმანია
|
3 |
8 |
2 |
13 |
7 |
|
იტალია
|
3 |
4 |
2 |
9 |
8 |
|
ყაზახეთი
|
3 |
0 |
0 |
3 |
9 |
|
იაპონია
|
2 |
4 |
11 |
17 |
10 |
|
რუსეთი
|
2 |
4 |
5 |
11 |
11 |
|
დიდი ბრიტანეთი
|
2 |
3 |
4 |
9 |
12 |
|
უნგრეთი
|
2 |
1 |
1 |
4 |
13 |
|
უკრაინა
|
2 |
0 |
4 |
6 |
14 |
|
სამხრეთი აფრიკა
|
2 |
0 |
0 |
2 |
15 |
|
ავსტრალია
|
1 |
6 |
2 |
9 |
16 |
|
რუმინეთი
|
1 |
3 |
2 |
6 |
17 |
|
ჰოლანდია
|
1 |
1 |
1 |
3 |
18 |
|
ბრაზილია
|
1 |
1 |
1 |
3 |
19 |
|
საქართველო
|
1 |
0 |
0 |
1 |
20 |
|
სლოვენია
|
1 |
0 |
0 |
1 |
21 |
|
ლიტვა
|
1 |
0 |
0 |
1 |
22 |
|
ვენესუელა
|
1 |
0 |
0 |
1 |
23 |
|
კოლუმბია
|
0 |
2 |
1 |
3 |
24 |
|
კუბა
|
0 |
2 |
1 |
3 |
25 |
|
მექსიკა
|
0 |
2 |
0 |
2 |
26 |
|
კანადა
|
0 |
1 |
5 |
6 |
27 |
|
ინდონეზია
|
0 |
1 |
1 |
2 |
28 |
|
ნორვეგია
|
0 |
1 |
1 |
2 |
29 |
|
ტაიპეი
|
0 |
1 |
0 |
1 |
30 |
|
პოლონეთი
|
0 |
1 |
0 |
1 |
31 |
|
ჩეხეთი
|
0 |
1 |
0 |
1 |
32 |
|
ეგვიპტე
|
0 |
1 |
0 |
1 |
33 |
|
ესპანეთი
|
0 |
1 |
0 |
1 |
34 |
|
შვედეთი
|
0 |
1 |
0 |
1 |
35 |
|
ტაილანდი
|
0 |
1 |
0 |
1 |
36 |
|
დანია
|
0 |
1 |
0 |
1 |
37 |
|
ახალი ზელანდია
|
0 |
0 |
2 |
2 |
38 |
|
სლოვაკეთი
|
0 |
0 |
2 |
2 |
39 |
|
ბელგია
|
0 |
0 |
1 |
1 |
40 |
|
უზბეკეთი
|
0 |
0 |
1 |
1 |
41 |
|
სერბეთი
|
0 |
0 |
1 |
1 |
42 |
|
ინდოეთი
|
0 |
0 |
1 |
1 |
43 |
|
აზერბაიჯანი
|
0 |
0 |
1 |
1 |
44 |
|
მონღოლეთი
|
0 |
0 |
1 |
1 |
45 |
|
მოლდოვა
|
0 |
0 |
1 |
1 |
46 |
|
ბელარუსი
|
0 |
0 |
1 |
1 |
47 |
|
საბერძნეთი
|
0 |
0 |
1 |
1 |
48 |
|
სინგაპური
|
0 |
0 |
1 |
1 |
49 |
|
ყატარი
|
0 |
0 |
1 |
1 |
შენიშვნა - ოლიმპიურ ტაბლოში ქვეყნის შემდეგ მითითებულია მოპოვებული ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს და ბოლოს, ყველას ჯამური რაოდენობა.