ერთი საკითხი, რომელიც მან პირდაპირ საკუთარ თავზე არ აიღო, სააკაშვილის პერსონალური მომავალია, მიუხედავად იმისა, რომ მან გააკეთა მოწოდება იმის თაობაზე, რომ ამ წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევენები ქვეყნის დემოკრატიული პროგრესის „გადამწყვეტი ინდიკატორი" იქნება, - წერს გამოცემა.
„ერთადერთი საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია თქვენი უსაფრთოხების, თქვენი კეთილდღეობის, თქვენი დემოკრატიისა და თქვენი საერთაშორისო რეპუტაციის განმტკიცებისთვის - ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რისი შედეგიც გახდება სრულფასოვანი დემოკრატიული გადასვლა", - განაცხადა მან.
"ვაშინგტონ პოსტი" აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მეორე ვადა ერთ წელიწადში იწურება. მაგრამ ოპონენტები შიშობენ, რომ ის გამოიყენებს კონსტიტუციურ რეფორმებს კულუარული გავლენისთვის, როგორც ეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისი ოთხწლიანი პრემიერობის პერიოდში გააკეთა. კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ სააკაშვილს, რომელიც ცდილობს მისი ქვეყნის წაყვანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ და რომელსაც ეკონომიკური და ანტიკორუფციული წარმატებებისთვის აქებენ, იმავდროულად მისი ოპონენტები მედიის თავისუფლების ჩახშობასა და ოპოზიციის შეზღუდვაში ადანაშაულებენ. ის უარყოფს საქართველოს დემოკრატიული მიღწევების ნგრევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ძალისხმევას.
„ეს არჩევნები ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამომხატველი იქნება", თქვა სააკაშვილმა. მან განაცხადა, რომ იწვევს შეძლებისდაგვარად ბევრ დამკვირვებელს, რათა კენჭისყრა იყოს „მაქსიმალურად გამჭვირვალე, სამართლიანი და სანდო". მაგრამ მან უარი თქვა გამოერიცხა მომავალში პრემიერ-მინისტრის როლი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ კლინტონი იმ რამდენიმე პარტიის ლიდერს შეხვდა, რომლებსაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში წარმატების იმედი აქვთ. მაგრამ ივანიშვილმა, სააკაშვილის სასტიკმა კრიტიკოსმა, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში საბანკო და საბითუმო ბიზნესში დააგროვა, უარი თქვა შეერთებოდა ამ ჯგუფს, ადანაშაულებს რა ორი პარტიის ლიდერს იმაში, რომ ისინი ფსევდო-ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ და საქართველოს ლიდერის მოკავშირეები არიან.
„მე არ მინდა იქ სააკაშვილის ჯაშუშებთან ერთად ყოფნა", უთხრა AP-ის ივანიშვილმა. მან ინგლისური მეტნაკლებად იცის, მაგრამ დიდწილად თარჯიმანს ეყრდნობოდა. მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრი გახდება და განამტკიცებს საქართველოს პარტნიორობას ვაშინგტონთან და იმავდროულად აღადგენს ურთიერთობას მოსკოვთან.
სააკაშვილი მის მოწინააღმდეგეს კრემლის მარიონეტობაში ადანაშალებს.
მაგრამ ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი მმართველობის დროს ქვეყანა თავიდან აიცილებს „სააკაშვილის შეცდომებს" - იგულისხმა რა 2008 წლის ომი და დღემდე გაყინული ქართულ-რუსული ურთიერთობები. მისი თქმით, ეკონომიკური პროგრესის და სტაბილურობის გზით საქართველო შეძლებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კეთილგანწყობის დაბრუნებას.