გამოცემა ყურადღებას ამახვილებს, რომ კლინტონს არ შეხვდა ოპოზიციონერი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, "რომელმაც Associated Press-ს სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, რომ ის არ შეხვდება კლინტონს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ჯაშუშებთან" ერთად".
"კლინტონმა შეაქო საქართველო, რომელსაც ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში და განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვითუნარიანობის მოდერნიზება „საერთო პრიორიტეტია".„ამ ძალისხმევით, საქართველო იქნება უფრო ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი, გაუმჯობესებული თავდაცვითი შესაძლებლობებით", - განაცხადა მან სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე", - წერს გამოცემა.
"ვაშინგტონ პოსტი" აღნიშნავს, რომ დღის წესრიგის ცენტრალური თემა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი იყო. ამ ორმა ტერიტორიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთმა საქართველო ხუთდღიან ომში დაამარცხა, თუმცა ისინი მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა. მათ რუსეთის არმია იცავს.
„ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის ოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიის მილიტარიზაციას", - განაცხადა კლინტონმა ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ. რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ კონფლიქტამდელ პოზიციებზე და დაუშვან ამ პროვინციაში მონიტორები ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან".
"აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და სააკაშვილმა ისაუბრეს მომავალ სამხედრო დახმარებაზე იანვარში, როდესაც საქართველოს ლიდერი ვაშინგტონს სტუმრობდა.
კლინტონმა განაცხადა ასევე ინიციატივაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოქალაქეებისთვის საიდენტიფიკაციო ბარათების გაცემას გულისხმობს, რათა მათ უფრო იოლად იმოგზაურონ შეერთებულ შტატებში. მან ამერიკელების ფინანსური დახმარებით გარემონტებული ქართული სანაპირო დაცვის ხომალდები გახსნა", - აღნიშნავს "ვაშინგტონ პოსტი".