ამერიკელ ინვესტორთა 77 % მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ზედმეტად მტრულადაა განწყობილი ბიზნესის მიმართ. ხოლო გამოკითხული ხუთი ადამიანიდან ყოველი ოთხი ადამიანი სერიოზულ ეჭვს გამოთქვამს, რომ ობამას შეუძლია ახლანდელ ფინანსურ კრიზისთან გამკლავება. ასეთი შედეგები გამოაქვეყნა საქმიანი ინფორმაციის სააგენტო "Bloomberg"-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათი ხელმომწერი ინვესტორებისა და ანალიტიკოსების გამოკითხვის შედეგად.
გასული წლის ოქტომბრის თვეში ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით, ამერიკელი ინვესტორების დამოკიდებულება თავიანთი პრეზიდენტის მიმართ უარესობისკენ შეიცვალა. ამჯამად მის მოქმედებებს დადებით შეფასებას გამოკითხულთა მხოლოდ 27 % აძლევს. გასული წლის ოქტომბერში კი ეს მაჩვენებელი 32 % იყო.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის პრეზიდენტისადმი სულ სხვა დამოკიდებულებაა აშშ- ფარგლებს გარეთ. ევროპასა და აზიაში ინვესტორების სამი-მეოთხედი მისადმი დადებითად არიან განწყობილნი. ამასთანავე, ევროპელების 55 % ხოლო აზიელების 38 % დარწმუნებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ მას შეუძლია მსოფლიო ფინანურ კრიზისთან გამკლავება.
სააგენტო "Bloomberg"-ი შენიშნავს, რომ ბოლო წლების აშშ-ს სხვა პრეზიდენტებთან შედარებით, ობამას თავის კაბინეტში მრჩევლების თანამდებობაზე არც ერთი მსხვილი ბიზნესმენი არ დაუნიშნავს. ამასთან ერთად აღსანიშნავია ისიც, რომ ობამას გაპრეზიდენტებიდან ერთი წლის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი აშშ-ში 10 %-იან ნიშნულთან მერყეობს, გასულ წელს კი ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 1,4 ტრილიონ აშშ დოლარი შეადგინა.
მიმომხილველები ასევე შენიშნავენ, რომ ერთი კვირის წინ ბარაკ ობამამ ქვეყნის უმსხვილესი ბანკებიათვის დამატებითი გადასახადის შემოღების შესახებ გამოაცხადა და ეს იმისათვის გააკეთა, რომ დაეფარა სახელმწიფო ხაზინის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებული იყო საბანკო და საფინანსო სექტორის კომპანიების მხარდასაჭერად. ხუთშაბათს, კი მან წარადგინა რიგი ღონიძიებებისა, რომლებიც ბანკების მოცულობის შეზღუდვასა მათ მიერ ჩატარებულ სარისკო ოპერაციებზე კონტროლის გაძლიერებას ითვალისწინებს.
ობამას მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ _ Standart & Poor's - 500-ის ინდექსმა 1,9 % ით დაიწია, ეს კი მისი ვარდნის ყველაზე მხვილი მაჩვენებელი გახდა გასული წლის 30 ოქტომბრიდან. ხუთშაბათს ვარდნა გაგრძელდა და უკვე 2.21 % შეადგინა. ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად შემცირდა "Dow Jones"-ის ინდექსი _ ეს აშშ- საქმიანი აქტიურობის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ, აშშ-ს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ რეფორმებს, რომლებიც საბანკო რეგულირებას ეხება დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებმა დაუჭირეს მხარი.