ამიტომაც გასაკვირი არაა, როდესაც წინასაარჩეევნოდ ქართული პოლიტიკის ორი მთავარი მოთამაშე - ნაციონალური მოძრაობა და პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" პრაიმერიზის რეჟიმში თუ არა - შიდა პარტიული გამოკითხვით არკვევს პარლამენტის მომავალ მაჟორიტარობის კანდიდატებს.
ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში ასეთი ფაქტები ბევრად ნაკლებია და გამოკითხვები ძირითადად სასურველი კანდიდატთან მიმართებაში ინფორმაციების მიღებას უფრო ემსახურება, ვიდრე ორ კანდიდატს შორის არჩევანის გაკეთებისათვის აუცილებელ პროცედურას. ბოლოს გადაწყვეტილებას რომელიმე გამჭირვალე შენობაში გამჭვირვალედ მიიღებენ.
რაც შეეხება კოალიცია "ქართულ ოცნებას", გადაწვყვეტილება აქაც გამჭირვალე შენობაში მიიღება, მაგრამ აქ ვითარება რეალურად რთულადაა. როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ამა თუ იმ რაიონში მისი კანდიდატურა უფრო ძლიერია. პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე არის შემთხვევები როდესაც პოლიტლიდერები "ბლეფსაც" არ ერიდებიან.
როდესაც ივანიშვილი "დაეჭვდა", რომ კოალიციის წევრები რაღაცეებს "ხიმანდრობდნ" რეინტინგების დადგენის ბრძანება გასცა და ეს საქმე ხუხაშვილი-კაჭკაჭიშვილის კვლევით ცენტრს დაავალა. ოლიგაქრი ხომ სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს არ ენდობა.
ერთი სიტყვით, კვლევის შედეგებით, დედაქალაქის უმეტეს უბანში რესპუბლიკელებმა "გაიმარჯვეს" და თავისუფალ დემოკრატებს კი სამოწყალოდ მხოლოდ ერთი უნაბი დაუთმეს. თავად ივანიშვილის კანდიდატურების მიმართ "მოწიწებითი" ჟესტები შენარჩუნებული იქნა.
ის, რომ ქალბატონი თინა ხიდაშელი საბურთალოზე "განუსაზღვრელი პოპულარობით" სარგებლობს ამ გამოკითხვამაც დაადასტურა და ამ მრავალრიცხოვან დასახლებში სწორედ მან გაიმარჯვა. ვითომ რატომაც არა? საბურთალოელებიც არ იტყვიან უარს თუ მათი რჩეული პარლამენტში მინიმუ ვიცე-სპიკერი იქნება. სხვა კი თავად ხიდაშელის მარიფათზეა დამოკიდებული.
მიუხედავად პრეზიდენტ სააკაშვილის უდიდესი მცდელობისა საქართველოს და თბილისის ინტელექტუალური ნაწილი არ იყოს კონცენტრირებული მხოლოდ ერთ უბაში - ვაკეში, არაფერი გამოდის. როგორც ინგლისში ამბობენ არისტიოკრატი ირჩევს არისტოკრატსო (ოჯახის შესაქმნელად), სწორედ ამ პრინციპით ვაკელებმა თავიანთ რჩეულად ინტელექტუალი ლევან ბერძენიშვილი დაასახელეს. დიდუბეში კი კვლევის შდეგები დავით ბერძენიშვილის სასარგებლოდ გააკეთდა.
რადგან ეს სამი პერსონა გამორჩეულად კარგადაა ცნობილი საზოგადოებისთვის სხვებთან მიმართებაში გავრცობა არც ღირს.
გამოკითხვის შედეგები ერთ მშვენიერ დღეს ბატონ ბიძინას მიართვეს. კვლევის გაცნობის შემდეგ, ივანიშვილის პაუზამ საკმაოდ დიდი დისკომფორტი შეუქმნა კვლევის ავტორებსაც და კვლევებში გამარჯვებულებსაც. მათ ხომ ბიძინასთან შესვლამდე თავზე გვირგვინიც კი "უჭერდათ".
თუმცა ივანიშვილის პასუხმა, რომელიც კვლევის შედეგების მიმართულებას ერთ-ორი უცენზურო სიტყვით განსაზღრავდა, ყველაფერი შეცვალა.
2004 წელს აჭარის რევოლუციის ტალღაზე გამართული უმაღლესი არჩევნების შედეგებს გადავხედე. იმ რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედი პოლიტიკური სუბიექტის და მისი კანიდატების შედეგები იმდენად უსუსურად მოეჩვენა, რომ დავრწმუნდი ეთერ კაკულია თავისი "ვაკელებო, ვაკელებოთი" ვაკეში უფრო მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე, მართლაც რომ თავის ინტელექტით მეტად პატივსაცემი ლევან ბერძენიშვილი. დათო ბერძენიშვილმა კი სრულიად დიდუბე რომ დაასვენოს ბათუმში, ამ საარჩევნო ოლქში გამარჯვეების მინიმალური შანსი აქვს.
ქალაბატონ თინა ხიდაშელთან დაკავშირებით გავრცობას არ ვაპირებ, იმის მიუხედავად, რომ ის პოლიტიკოსია, მაინც ქალია და თავის გადაწყვეტილებებსა და აზრებში ამ ბოლო დროს იმდენ შეცდომებს უშვებს, რომ....