"ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ იგი ნოღაიდელს გამოჩენილი ვაჟკაცობის გამო პატივს სცეს. ეს განცხადება ლევან ვეფზვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ნოღაიდელის ვიზიტების კომენტარისას გააკეთა.
მისი თქმით, `ის, რისი სურვილიც ოპოზიციის სხვა ლიდერებს ჰქონდათ ნოღაიდელმა გააკეთა, რადგან მათ ვაჟკაცობა არ ეყოთ~ და ამის გამო იგი ნოღაიდელს პატივს სცემს.
თUმცა, ვეფხვაძე იმასაც აღნიშნავს, რომ ეს არის ნოღაიდელის პოლიტიკური ორიენტაციის კიდევ ერთი დაფიქსირება, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
`ნოღაიდელმა დააფიქსირა, რომ მისი პარტნიორი ქვეყანა რუსეთია და შესაბამისად მისი გადასაწყვეტია მისი პოლიტიკური ორიენტაცია, თუმცა თუ ეს კეთდება იმისთვის, რომ ,,თბილისის გასაღები'' ვინმეს გადასცეს, ეს დაუშვებელია~, - აცხადებს ვეფხვაძე.
მისი შეფასებით, ნოღაიდელის ვიზიტები მოსკოვსა და კიევში საზოგადოებამ როგორ მიიღო ამას მოქალაქეები არჩვნების დროს დააფიქსირებენ.
,,მივიჩნევთ, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს რუსეთთან, თუმცა ისე არა, რომ რუსეთის სურვილი არის საქართველო რომელიმე გუბერნიად გადააქციოს~, - განაცხადა ვეფხვაძემ.