საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ესტონეთში ვიზიტს დღეს დაასრულებს.
მიხეილ სააკაშვილი დღის მეორე ნახევარში ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ლექციას წაიკითხავს. ლექციის მთავარი თემა საგარეო პოლიტიკა იქნება. შეხვერდრას პოლიტიკოსებთან ერთად ექსპერტებიც დაესწრებიან.
სააკაშვილი ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა მის ესტონელ კოლეგას. განხილვის მთავარი საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო.