"ხალხის პარტიამ" პენსიების გაზრდისა და საპენსიო ასაკის ხუთი წლით დაწევასთან დაკავშირებით ხელმოწერების აქციის პირველ დღეს 27 ათასი ხელმოწერის შეგროვება შეძლო.
როგორც პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელმოწერების აქცია ამით არ დასრულებულა და ის გარკვეული ოდენობის ხელმწორების შეგროვებამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი მომხრეებთან ერთად ხელმოწერებს აგროვებს, რათა პარლამენტში კანონპროექტის ინიცირება შეძლოს.
"ხალხის პარტიის" მთავარი მოთხოვნაა პენსიის გაზრდა სტაჟისა და ნამსახურების მიხედვით და საპენსიო ასაკის ხუთი წლით დაწევა.