"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო" პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უპასუხისმგებლო საქციელის გამო უკრაინასთან საქართველოს ურთიერთობის საფრთხის ქვეშ დაყენებაში ადანაშაულებს.
"მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც არაფერი გააკეთა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გახდა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის საფუძველი, დემოკრატის ნიღბით ცდილობს თავი რეგიონალური პროცესების წამყვან ფიგურად და სხვა ქვეყნის პრობლემების მომგვარებლად წარმოაჩინოს. მას უპასუხისმგებლო განცხადებებით არაეთხელ დაუყენებია საფრთხის ქვეშ ჩვენი ქვეყნის ურთიეთობები მეზობელ სახელმწიფოებთან. ახლა კი იგი მეგობარი სუვერენული ქვეყნის, უკრაინის შიდა პოლიტიკურ ვითარებაში პირდაპირი ჩარევით დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს იმიჯს და ამავდროულად დათვურ სამსახურს უწევს უკრაინის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს, რომელსაც ვითომდა თანადგომას უცხადებს", - ნათქვამია ბურჯანაძის პარტიის მთავარი საბჭოს განცხადებაში.
მასში გამოთმულია ეჭვი, რომ "ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი ძალიან ხშირად დასავლურ ფასეულობებს ამოფარებული სრულიად საწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებს, უკრაინაში საქმე გვაქვს შეგნებულ პროვოკაციულ ქმედებასთან