კონსერვატიული პარტია განათლების ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ გამოდის.
როგორც პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ალექსანდრე ლომაიასა და გია ნოდიას დროს განათლების სექტორში განხორციელებული "ძვირადღირებული რეფორმები" ჩავარდა.
მაგალითისთვის ძიძიგური პროექტებს: "ილია ჭავჭავაძესა" და "ირმის ნახტომს" ასახელებს.
"განათლების რეფორმა საქართველოს მოსახლეობას და ბიუჯეტს დაუჯდა 2 მილიარდ ლარზე მეტი. ქვეყანაში კი, სადაც ადამიანები ასლარიანი გადაცდომებისთვის რამდენიმეწლიან სასჯელს იხდიან, შეუძლებელია პასუხი არ მოეთხოვოს ასეთი ასტრონომიური თანხმების გამფლანგველებს", - განაცხადა ძიძიგურმა.
ძიძიგური განათლების ყოფილი მინისტრების შესაბამის დროს გაწეული მუშაობის გამოძიებას პროკურატურისგან მოითხოვს.