რესპოდენტის შესახებ
რამდენად კანონიერია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელება და რა შასები აქვს ასეთ პირობებში არჩევნებში ოპოზიციას ,,ჯი-ეიჩ-ენს" ,,არჩევნებისა და პოლილიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახა კახიშვილი ესაუბრა.
_ ბატო კახა, არჩევნებამდე რამდენიმე თვე დარჩა, თუმცა საარჩევნო კოდექსი ჯერ კიდევ სრულყოფილი არაა, არსებობს ხარვეზები და ცვლილებები ხორციელდება. რამდენად გამართლებულია ის, რაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ხდება?
_ ალბათ, გახსოვთ, რომ ხელისუფლებასა და რიგ ოპოზიციურ პარტიებს შორის როდესაც საარჩევნო კოდექსში ცვლილება უნდა შესულიყო შეთანხმება შედგა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად ზაფხულში მმართველმა პარტიამ გამოქვეყნა ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი და შემდგომში უკვე მიიღო კიდეც. ზაფხულის პერიოდიდან დღემდე თვითონ ეს კოდექსი წიგნადაც კი დაბეჭდილი არ არის, რათა დაინტერესებულ პირს შესძლებოდა ჰქონდეს გაეცნოს. ეუთოს რეკომენდაციებში წერია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა უნდა შეწყდეს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მაინც, რომ დაინტერესებულ მხარეს საშუალება მიეცეს გაეცნოს მოქმედ ნორმებს. თუმცა როდესაც ვიკითხე, დღემდე რატომ არაა საარჩევნო კოდექსი დაბეჭდილი მითხრეს, რომ კოდექსში კიდევ ბევრი ცვლილება იგეგმება და ახლა დაბეჭდვას აზრი არ ექნება. ფაქტობრივად, ისეთ გარემოებას ვიღებთ, როცა არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე შესაძლებელია კიდევ კოდექსში სხვადასხვა ცვლილებები შეიტანონ, რაც თავისთავად ხელს შეუშლის სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. სამწუხაროდ, ამ ცვლილებებით მარტივდება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების მოქმედებები. ვგულისხმობ იმას, რომ ხელისუფლება აანალიზებს იმას, თუ წინა არჩევნების დროს დამკვირვებლების, პარტიების მხრიდან რაზე იწერებოდა ყველაზე ბევრი საჩივარი, განცხადება და ის მუხლი, რომელიც წინა არჩევნების დარღვევებს საფუძვლად ედო, ამარტივებენ.
_ საარჩევნო კოდექსში არსებული დარღვევების შესახებ ცხადია, იცის ოპოზიციამ, თუმცა სათანადოდ არ რეაგირებს. რატომ, რა არის მიზეზი?
_ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ოპოზიცია კანონპროექტების განხილვისა და მიღების დროს ნაკლებად აქტიურობს. თუნდაც დეპუტატების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, როცა ინიციატივას მხოლოდ არასამთავრობო სექტორი აპროტესტებდა. იგივე თუნდაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით, იგივე იყო როდესაც მიიღეს კანონში ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", როცა ფაქტობრივად, შეტანილი ცვლილებების თანხამად შეუძლებელი გახდა მშვიდობიანი აქციის გამართვა. საინტერესოა, როდემდე უნდა გაგრძელდეს ოპოზიციის ეს მორჩილება.
_ თქვენ რით ხსნით, ოპოზიციის პასიურობას?
_ ვფიქრობ, ოპოზიცია ზედმეტად თავდაჯერებულია იმაში, რომ ნებისმიერი კანონის მიღების მიუხედავად მაინც შეძლებენ გამარჯვებას. ზოგ შემთხვევაში არსებობს ისეთი ინიციატივები რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას არ მოსწონს, მაგრამ ოპოზიციის ინტერესში შედის. თუმცა აშკარად არ აფიქსირებენ თავის პოზიციას. ასეთი შემთხვევა იყო დეპუტატების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. ამ ინიციატივას არცერთი პოლიტიკური სუბიექტი არ აპროტესტებდა და იმედი ჰქონდათ, ხელისუფლება ამ საკითხს პარლამენტში გაიტანდა და უკვე შემდგომში ოპოზიცია ისარგებლებდა დეპუტატების გაზრდილი რაოდენობით.
_ შესაძლოა, ოპოზიციამ არსებული საარჩევნო კოდექსი არჩევნებში დამარცხების საბაბად გამოიყენოს?
_ თუ ოპოზიციას საარჩევნო კანონი არ მოსწონს, მაშინ პროტესტი უნდა დააფიქსირონ და თქვან, არსებული საარჩევნო გარემო მათთვის მიუღებელია და ადეკვატური ცვლილებები მოითხოვონ.Aამიტომ ოპოზიციამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო გარემო იყო. უბრალოდ, შეუძლებელია ამ ვითარებაში მოვითხოვოთ ობიექტური საარჩევნო გარემო, მაგრამ ოპოზიციამ ისეთი ცვლილებები მაინც უნდა გააპროტესტოს, რომელიც არც ლოგიკასთან და არც კანონთანაა შესაბამისობაში.
_ ცოტა ხნის წინ დაიწყო სიების გადამოწმება კარდაკარის პრინციპით, რომელსაც ხელისუფლება რამდენიმე ოპოზიციური პარტიასთან შეთანხმებით ახორციელებს. თქვენი აზრით, Aამ ტიპის კამპანია რამდენად იქნება შედეგზე ორიენტირებული?
_ მინდა გითხრათ, რომ საარჩევნო სიებს საარჩევნო მანიპულაციების ერთიან სისტემაში, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უჭირავს. მაგრამ თუ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ საარჩევნო სიები უნდა დაზუსტდეს პირველ რიგში იმ ამომრჩევლების რაოდენობა უნდა დადგინდეს, ვინც წასულია საზღვარგარეთ და არ იმყოფება საქართველოში. ამიტომ აუცილებელია ამ ტიპის ამომრჩევლებს, საარჩევნო სიაში გვარის გასწვრივ ეწეროს, რომ ისინი საზღვარგარეთ იმყოფებიან.Aამავე დროს ძალიან დიდი პრობლემად ითვლება შიდა მიგრაცია, როცა ადამიანი ჩაწერილია ერთ მისამართზე და რეალურად სულ სხვა ადგილას ცხოვრობს. ვფიქრობ, სიების დაზუსტების კომისიას ერთი ძალიან დიდი პლუსი აქვს, რადგან კომისიის წევრს თავადვე შეუძლია ცვლილებების ასხვა საარჩევნო სიაში, თანაც ისე რომ არცერთ ორგანოს არ დაეკითხოს.
_ ,,ქართული ოცნება" გეგმავს დამოუკიდებლად, Yთავისი რესურსებით დაიწყოს საარჩევნო სიების დაზუსტება...
_ ბევრ პოლიტიკურ პარტიას არაერთხელ ჩაუტარებია კარდაკარის პროგრამა მათ შორის სახელმწიფოს სახსრებით. ყველას ვისაც სიების დაზუსტების კომისიის კომპეტენტურობაში ეჭვი ეპარება, სულ ერთი კვირაა, რაც კარდაკარი დაიწყო და შეუძლიათ მივიდნენ სიების დაზუსტების კომისიაში და უთხრან, იცით რა, მე თქვენს გადამოწმებულ სიებს არ ვენდობი და ჩემი წარმომადგენელიც გაჰყვება თქვენს რეგისტრატორს. ხოლო ამაზე, თუ უარს ეტყვიან მერე გამოუცხადონ უნდობლობა.
,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი