რესპოდენტის შესახებ
რამდენად სწორი ტაქტიკით მოქმედებს ხელისუფლება და აკეთებს თუ არა სწორ გზავნილებს ამომრჩევლების ,,გულისმოსაგებად" და რა შანსები აქვს ასეთ პირობებში ოპოზიციას თემის დეტალებზე ,,ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.
_ ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებთ, მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიას, იმ მესიჯებსა და გზავნილებს, რასაც ,,ნაცმოძრაობა" ამომრჩეველს სთავაზობს?
_ ალბათ, გულისხმობთ მოწოდებებს, მესიჯებს, რომელიც ორიენტირებულია მეტოქესთან ბრძოლაზე და ამავე დროს წინასაარჩენო დაპირებებზე. ,,ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკული მესიჯები, მეტოქის მიმართ ძველ ფორმულას იმეორებს. თითქოს, ეს მეტოქეები არიან რუსული ფულით დაფინანსებული, რუსული წარმომავლობის, ან იმას, რომ ესენი მდიდრები არიან და მდიდრები არ გინდათ. ამიტომ ამ კუთხით მმართველი გუნდის მხრიდან სიახლე ნაკლებად არის და კაცმა, რომ თქვას, რაიმე შედეგი ამ მოსაზრებებს არ უნდა ჰქონდეს.
_ როგორ ფიქრობთ, საარჩევნო თვალსაზრისით რამდენად ადეკვატურია ,,ნაცმოძრაობის" ნაბიჯები?
_ საარჩევნო თვალსაზრისით ძალიან ადეკვატურია. ძირითადად მოქმედებს პრეზიდენტი და ის კონტაქტები, რომელშიც ის ასე აქტიურად შედის ყოველთვის ეხმარება საარჩევო პროცესს. Aარჩევნების დროს ამომრჩეველს უყვარს პოლიტიკოსებთან მუშაობა და კონტაქტი.
_ ხელისუფლების ქმედებების პარალელურად, რამდენად შესაბამისობაშია ოპოზიციის მოქმედება. Aდგამენ რეალურად იმ ნაბიჯებს რა მოლოდინიც აქვთ მათი მხრიდან ამომრჩეველს?
_ თავად საზოგადოებაც უჩივის ოპოზიციას, რომ არ დგამს ადეკვატურ ნაბიჯებს, ანუ არ არიან ისეთი აქტიურები, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ შესაძლოა ეს ოპოზიციის სტრატეგიაა. ისინი ალბათ, ელოდებიან იმ პერიოდს, როცა ხელისუფლება დაიღლება და ბოლოში აპირებენ თავის პიკს.
_ ბიძინა ივანიშვილმა, როცა პოლიტიკურ პარტიის პრეზენტაციაზე პოლიტიკური გზავნილები არ გააკეთა შესაძლოა, ეს მისი წინასაარჩევნო სტრატეგიაა?
_ ის პოლიტიკური გზავნილები, რასაც სხვა ოპოზიციური პარტიები აკეთებენ ხოლმე, პრინციპში ივანიშვილსაც ჰქონდა. თუნდაც ის, რომ ქვეყანა არასახარბიელო მდგომარეობაშია და აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას და ა.შ.
_ როგორ ფიქრობთ, ოპოზიციის პასიურია, ეს არის ივანიშვილის წინასაარჩევნო პიარის შემადგენელი ნაწილი, თუ ივანიშვილის გარემოცვის ბრალი?
¬_ შეიძლება, ერთიც და მეორეც, რადგან ის გუნდი, რომელიც ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანდა მაინცდამაინც დიდი აქტიურობით, არც ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე გამოირჩეოდა.Mმაგალითად, ირაკლი ალასანიას, ადგილობრივი არჩევნებისას პასიურობაში ადანაშაულებდნენ. ამიტომ ბიძინას გარემოცვას პიარის გამოყენება ნაკლებად სჩვევია და შესაძლოა, ოპოზიციის პასიურობის მიზეზი ერთის მხრივ ესეც იყოს, ხოლო მეორე მხრივ შესაძლოა იმან, რომ ოპოზიცია აქტიური არაა მათ გამოუმუშაოს სტრატეგია რექატიულ ბრძოლაში ადეკვატურად მოქმედების.
_ არსებული პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, რიგორ ფიქრობთ რამდენად შეძლებენ მდეია საშუალებები დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის?
_ ჩვენს საინფორმაციო სივრცეში ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაცია ისედაც არ იქნება, რადგან არსებობს სახელისუფლებო და არასახელისუფლებო არხები, რომელთაც ბალანსი ძალიან აქვთ დარღვეული. Aარაა აუცილებელი ბალანსი დაცული იყოს, კონკრეტული არხების საინფორმაციოებში, რადგან მთავრაია ბალანსი დავიცვათ საინფორმაციო სივრცეში, თუმცა ეს ბალანსიც ხელისუფლების ძალისხმევით დაცული არაა.
_ შესაძლებელია, ამ კუთხით სიტუაცია უფრო გაუარესდეს?
_ ჩვენი პოლიტიკოსები და ნაწილობრივ ექსპერტებიც ცოტა ზედმეტ ტვირთს კიდებენ მედიასაშუალებებს. Mმომხდარა რევოლუციებიც ისე, რომ მედიასაშუალეებს არ ფლობდა ერთ-ერთი მხარე. Mმაგალითად, ზვიად გამსახურდიასეული რევოლუცია, შესაძლოა ასეც ვუწოდოთ მას, როცა იმ პერიოდში ყველა მედიასაშუალებას კომუნისტები აკონტროლებდნენ და ამ კუთხით გამსახურდიას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა, მან უზარმაზარი რეიტინგი და მხარდაჭერა მაინც მიიღო. ასე, რომ არჩევნებში გასამარჯვებლად სხვა მექანიზმებიც და ფაქტორებიც არსებობს.
,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი