რესპოდენტის შესახებ
სიტუაციის გასარკვევად იგი თავად ჩაერთო ექსპერიმენტში და ქართველების გაყიდვასთან დაკავშირებით კონკრეტული ვიდეომასალაც მოიპოვა. მერაბ ღოღობერიძე ინტერვიუში საკმაოდ მნიშვნელოვაან ფაქტებზე საუბრობობს, რომლითაც აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ქართველი სამართალდამცავები და რადგან შესაბამისი მასალები უკვე აქვს საქართველოსში თურქეთის დიპლომატიურ მისიას ისინი ვალდენულნი არიან აღნიშნულ ფაქთან დაკავშირებით გააკეთონ განმარტებები, საქმის არსი გააცნოონ საკუთარ ხელისუფლებას და შესაბამის სამსახურებსაც.
- ბატონო მერაბ, თქვენი ინფორმაციით ქართველებს თურქეთში ჰყიდიან და მონურ პირობებში ამუშავებენ, რით ასაბუთებთ ამას?
- ფეისბუქის აქტიური მომხმარებელი ვარ და დამიკავშირდნენ ბათუმელები და მთხოვდნენ სიტუაციის გარკვევას. შემდეგ შევეცადე იმის გარკვევას, თუ ვინ წიყვანა ისინი თურქეთში და გავიგე, რომ არის ვინმე თენგო, რომელიც დაკავებულია ამ საქმით და ქართველებს ყიდის თურქეთში. გავარკვიე მისი ტელეფონის ნომერი, თუმცა ვერ ვუკავშირდებით ტელეფონი გათიშული აქვს.
- როგორ არჩევს "თენგო" ქართველებს, რა კატეგორიის ხალხი გადაჰყავს თურქეთში?
- ჩვეულებრივად, მას აქვს სიები თურქი დამსაქმებელებისგან . ისინი აწვდიან თუ რამდენი ადამიანი სჭირდებათ და ისიც აგროვებს ამ ხალხს ჰპირდება კარგ პირობებს და მიჰყავს თურქეთში. გეტყვით იმასაც, რომ ადგილია თურქეთში აქსარა, სადაც ბევრი ქართველია თავმოყრილი და სადაც საქართველოდან მიმავალი ავტობუსები ჩერდება იქ მოდის თენგოს ვიღაც თურქი მეგობარი დამსაქმებელთან ერთად ან მათ გარეშე და ,,თენგოს" უხდის თანხას, ჩემს შემთხვევაში ჩემს თვალწინ გადაუხადეს 300 ლარი.
- საშუალოდ რამდენს უხდიან თანხას თენგოს თითოეული ქართველში?
_ გაყიდვის პროცესში 250-300 ლირამდე. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ქართველები მოტყუებით გადაჰყავთ თურქეთში ჰპირდებიან კარგ პირობებს და იქ ჩასულებს საშინელება ხვდებათ. ჩემს შემთხვევაში თენგომ უთხრა დამქირავებელს ნახე როგორი ვაჟკაცი ბიჭია ბათუმიდან და მერე მხარზე ხელი დამარტყა, იმის ნიშნად, რომ მამლუქივით გამყიდა. შემდეგ გადამიყვანეს ფაბრიკაში, სადაც სხვა ქართველებთან მქონდა ურთიერთობა, რომელთაც უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა.
-კონკრეტულად, რომელ ფაბრიკაში გადაგიყვანეს სამუშაოდ?
_ ტანსაცმლის ფაბრიკა იყო. დამსაქმებლებს მოსყიდულები ჰყავთ ადგილობრივი ჟანდარმერია, პოლიცია და ამ ყველაფერს შეთანხმებულად აკეთებენ. ფაბრიკაში გადაყვანისას ერთ-ერთმა პიროვნებამ პასპორტი ჩამომართვა, რომლიც სხვათაშორის ბათუმელია და სახელ-გვარს გასაგები მიზეზების გამო ვერ დავასახელებ. მან მითხრა, რომ შვილი ავად ჰყავდა და ამის გამო ვერ ახერხებდა "აქედან წასვლას". მერე ვუთხარი, რომ შემეძლო მასთან ერთად წამოვსულიყავი საქართველოში, მაგრამ მითხრა, რომ საქართველოში რომ ჩავიდე რა გავაკეთო, რა ვქნა. შემდეგ საღამოს გადავყავდით ხუთ სართულიან შენობაში გვიკეტავდნენ კარებს და დილამდე იქ ვიყავით გამოკეტილები. მერე მე ვაღებდი კარებს გამოვდიოდი გარეთ და ვხვდებოდი ჩვენ თანამოქალაქეებს, თუმცა არ მქონდა საშუალება მეთქვა, რომ ვიყავი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ზოგ მათგანს მაგიდის ქვეშ სძინავს. მე მივიღე ინფორმაცია, რომ ორი თვის წინ, როცა სტამბულში დაიწვა ქარხანა იქ იმყოფებოდა 12 ადამიანი, მათ შორის 6 ქართველი და ამის შესახებ საქართველოში არაფერი თქმულა, არც მედიაში და არც საკონსულოს მხრიდან. ეს ადამიანებიც გამოკეტილები ჰყავდათ ფაბრიკაში, სადაც გაჩნდა ცეცხლი და იქ ამოიწვნენ. დამქირავებლები ქართველებს მძიმე პირობებში ამყოფებენ, ურევენ ჩაიში სპეციალურ სტიმულიზატორებს, რომ გათენებამდე ამუშაონ.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ ღამე კარს აღებდით იპარებოდით თქვენი ოთახიდან და იქ მყოფ ქართველებს ხვდებოდით. როგორ ახერხებდით ამას, შენობაში არ არის გაძლიერებული დაცვა?
- არ არის გაძლიერებული დაცვა, მხოლოდ ჩაგკეტავდნენ და შემდეგ მიდიან და დილით ისევ მოდიოდნენ, როცა სამუშაოდ მივყავდით. დილით არანაირ საუზმეს არ აძლევენ, 2 საათზე მისცემენ პატარა ულუფას და საღამოს შეიძლება აჭამონ რამე შეიძლება არა.
-ამ სიტუაციას თქვენ როგორ დააღწიეთ თავი?
_ მე ვუთხარი, რომ არსებული პირობებით უკმაყოფილო ვიყავი და აქედან წასვლა მინდოდა. ვუთხარი დაებრუნებინათ ჩემი პასპორტი, ან გავიპარებოდი და მათ შესახებ შესაბამის სამსახურებს შევატყობინებდი. ამიტომ მათ ამ ყველაფრის შეეშინდათ და ასე წამოვედი და ეს მასალები მივაწოდე საქართველოში თურქეთის საკონსულოს, სადაც აღშფოთებულები იყვნენ ამის შესახებ და მითხრეს ქართველების კონკრეტული გვარები მეთქვა, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ, რადგან ყველა ქართველს დეპორტაცია ემუქრება.
-მაშინ რა მიზანი ჰქონდა თქვენს ქმედებას, თუ შესაბამისი უწყებებისგან სათანადო რეაგირება არ მოჰყვებოდა?
-მე, პირადად ისევ ვაპირებ ჩასვლას სხვადასხვა არასამთავრობოებთან ერთად და წავიყვანთ აუცილებლად ფსიქოლოგს, რომ ქართველების ნაწილი გამოვიყვანო თურქეთის საკონსულოს დახმარებით.
- აღნიშნეთ, რომ თავისუფლად გამოაღწიეთ ე. წ. თურქი დამსაქმებლებისგან, მაგრამ მათ არ გაგიწიეს რაიმე სახის წინააღმდეგობა, რადგან თქვენი გამოსვლის შემდეგ ხომ გამჟღავნდებოდა მათი საქმიანობის შესახებ?
_ არა. არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. უფრო მეტიც, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით ორი ქართველის წამოყვანაც შევძელით, რომლებიც ახლა ბათუმში იმყოფებიან. ასე, რომ ჩვენ მზად ვართ სხვა ქართველების გამოვიყვანოთ იმ საშინელებიდან.
- რას ნიშნავს, მიხვალთ და გამოიყვანთ არ შეგიქმნიან დამსაქმებლები პრობლემებს? ასე მარტივად გამოგატანენ ,,გაყიდულ" ქართველებს?
_ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, როდესაც მიხვალ და აუხსნი სიტუაციას და ეტყვი, თუ არა გაგვატან ამ ადამიანებს ჟანდარმერიას შევატყობინებთ და დავახურინებთ მათ საქმეს, ეშინიათ და იძულებულები ხდებიან ჩვენს პირობაზე დაგვთანხმდნენ.
- ინტერვიუში ახსენეთ, რომ თურქი დამსაქმებლები შეკრულები არიან ადგილობრივ პოლიციასთან, მაშინ ვისი, ან რისი ეშინიათ.
_ მე ვსაუბრობდი ადგილობრივ პოლიციასთან, სადაც ამ დამსაქმებლებს აქვთ ბიზნესი. მაგრამ როდესაც ატყობინებ ცენტრალურ პოლიციას, მთავარ სამმართველოს, როგორც ჩვენთან არის გენერალური პროკურატურა, ისინი იძულებულები არიან თავის გადასარჩენად დათმობაზე წამოვიდნენ.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი