უკრაინის საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 99.78% დაამუშავა. პრეზიდენტობის კანდიდატებს ვიქტორ იანუკოვიჩსა და იულია ტიმოშენკოს შორის სხვაობა 10.34 % მდე შემცირდა.
უკრაინაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატს ვიქტორ იანუკოვიჩს ხმა ამომარჩეველთა 35,36 % მისცა, იულია ტიმოშენკოს კი 25,02 %. აღნიშნული განცხადება დღეს უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაკეთდა.
ამავე მონაცემებით, სერგეი ტიგიპკომ ხმათა 13,05 % მიიღო, არსენ იაცენიუკმა 6,95 %, ვიქტორ იუშჩენკომ 5,45 %, პეტრე სიმონენკომ 3,55 %, ვლადიმერ ლიტვინმა 2,35 %, ოლეგ ტიაგნიბოკამ 1,45 %, ანატოლი გრიცენკომ 1,2 %.
უკრაინის პრეზიდენობის დანარჩენმა 9 კანდიდატმა 1% ზე ნაკლები ხმა მიიღო. არც ერთ კანდიდატს ხმა უკრაინელი ამომრჩევლების 2,2 % არ მისცა. მოსახლეობის აქტივობამ, ბოლო მონაცემებით 66,76 % შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომიისია არჩევნების ოფიციალურ შედეგებს 27 იანვარს გამოაქვეყნებს.